ემბრიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{გადასაწერი}}
 
'''ემბრიოლოგია''' — მეცნიერება [[ორგანიზმი]]ს ფორმირების პროცესის შესახებ ინდივიდუალური განვითარების პერიოდში. [[სურათი:Blastulation.png|right|240px|thumb|'''1''' - მორულა, '''2''' - ბლასტულა]]
 
== ჩამოყალიბება ==
XVIII-XIX საუკუნეენბში, როდესაც ინტენსიურად შეისწავლებოდა ჩანასახის განვითარების სტადიები, [[ნატურალიზმი|ნატურალისტები]] ხმარობდნენ ტერმინს “ემბრიოლოგია”. [[ჩარლზ დარვინი|ჩარლზ დარვინის]] შრომების გამოქვეყნების შემდეგ კი მეცნიერებმა დაიწყეს სხვადასხვა ორგანიზმების განვითარების შედარებითი შესწავლა და ასე წარმოიშვა შედარებითი ემბრიოლოგია. შემდგომში, დრიშისა და შპემანის ბრწყინვალე ექსპერიმენტების საფუძველზე, გამოიკვეთა ინდივიდუალური განვითარების მექანიზმების ანალიზის ახალი გზები და საშუალებები, რის შედეგად განვითარდა ექსპერიმენტული ემბრიოლოგია. პარალელურად ხდებოდა ემბრიონული და პოსტემბრიონული განვითარებისათვის დამახასიათებელი მოვლენების შესწავლა ბიოქიმიური, [[ციტოლოგია|ციტოლოგიური]], გენეტიკური, მოლეკულური და სხვა მეთოდების გამოყენებით, რამაც საბოლოოდ ცხადჰყო, რომ ყველა ეს მიმართულება ერთი საერთო ხის ტოტებს წარმოადგენს და მათი განცალკევება მართებული არ იქნებოდა. სწორედ მაშინ წარმოიშვა ცნება “განვითარების ბიოლოგია”, რომელმაც გააერთიანა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულება. განვითარების ბიოლოგიის დაბადების თარიღად ითვლება [[1968]] წლის აგვისტო, როდესაც ემბრიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], ქალაქ [[ორსე|ორსეში]] ემბრიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებას სახელი გადაარქვეს და უწოდეს განვითარების ბიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემბრიოლოგია“-დან