განხილვა:კარლ გუსტავ იუნგი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
მეშვეობითაც არაცნობიერი შინაარსები ცნობიერების ზედაპირს აღწევენ. ასე რომ, არაცნობიერ პროცესებს პირდაპირ ვერ დავაკვირდებით. მათი ის პროდუქტები კი, რომელნიც ცნობიერების ზღურბლს გადალახავენ, ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. პირველი კატეგორია იმ მასალას მოიცავს, რომელიც შეიცნობა როგორც უეჭველად პიროვნული წარმოშობისა; ეს შინაარსებია პიროვნული მონაპოვრები ანდა ინსტიქტურ მოვლენათა პროდუქტები, რომლებიც მთლიანი პიროვნების საკუთრებაა. შემდგომ, აქვე შედის დავიწყებული თუ განდევნილი, ასევე შემოქმედებითი შინაარსები. ყოველივე ამაში განსაკუთრებული და საოცარი არაფერია. ზოგს შეიძლება ესენი გაცნობიერებული ჰქონდეს, სხვებთან კი არაცნობიერშია ჩაძირული. ზოგმა ისეთი რამ იცის, რაც სხვებისთვის უცნობია. შინაარსთან
ამ კატეგორიას მე ქვეცნობიერ ფსიქიკას ანუ პიროვნულ არაცნობიერს ვუწოდებ, რადგანაც ის, რამდენადაც შეგვიძლია განვსაჯოთ, მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ელემენტებისგან უნდა იყოს შედგენილი, ელემენტებისგან, რომლებიც მთლიანობაში ადამიანის პიროვნებას ქმნიან.--[[მომხმარებელი:Gaga.vaa|<font color="#000000">Gaga</font>]][[მომხმარებელი განხილვა:Gaga.vaa|<span style="color:#000000">Vaa</span>]] 08:09, 8 ივნისი 2015 (UTC)
 
{{ping|Gaga.vaa}}ტექსტი აღებულია კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომიდან "ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები"
გვერდ „კარლ გუსტავ იუნგი“-ზე დაბრუნება.