განხილვა:კარლ გუსტავ იუნგი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 25:
== ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები ==
{{ping|Kakha Dalier}} ეს რა ტექსტი ჩასვი???
 
არაცნობიერ პროცესებს უშუალოდ ვერ მივუდგებით, მათზე ხელი არ მიგვიწვდება. მათი უშუალო აღქმა შეუძლებელია, ისინი მხოლოდ თავინთ შედეგებში ვლინდებიან და, ამ შედეგთა სპეციფიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ მათ მიღმა უნდა იყოს რაღაც, საიდანაც ისინი სათავეს იღებენ. ამ ბნელ სფეროს ჩვენ არაცნობიერ ფსიქიკას ვუწოდებთ. ცნობიერების ექსტოფსიქიკური შინაარსები, პირველ რიგში, გარემოს ზეგავლენებით, ფიზიკურ შეგრძნებითი აღქმების მონაცემებით საზრდოობენ. მაგრამ არსებობს ისეთი შინაარსებიც, რომლებიც სხვა წყაროებიდან იღებენ დასაბამს, როგორიცაა, მაგალითად, მეხსიერება და განსჯის უნარი. ესენი ენდოფსიქიკურ სფეროს განეკუთვნებიან. ცნობიერების შინაარსების მესამე წყარო კი ფსიქიკის ბნელი სამყაროა, არაცნობიერი. აქ ჩვენ ენდოფსიქიკური ფუნქციების თავისებურებებს ვაწყდებით. ისინი იმ მედიუმს წარმოადგენენ, რომლის
მეშვეობითაც არაცნობიერი შინაარსები ცნობიერების ზედაპირს აღწევენ. ასე რომ, არაცნობიერ პროცესებს პირდაპირ ვერ დავაკვირდებით. მათი ის პროდუქტები კი, რომელნიც ცნობიერების ზღურბლს გადალახავენ, ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. პირველი კატეგორია იმ მასალას მოიცავს, რომელიც შეიცნობა როგორც უეჭველად პიროვნული წარმოშობისა; ეს შინაარსებია პიროვნული მონაპოვრები ანდა ინსტიქტურ მოვლენათა პროდუქტები, რომლებიც მთლიანი პიროვნების საკუთრებაა. შემდგომ, აქვე შედის დავიწყებული თუ განდევნილი, ასევე შემოქმედებითი შინაარსები. ყოველივე ამაში განსაკუთრებული და საოცარი არაფერია. ზოგს შეიძლება ესენი გაცნობიერებული ჰქონდეს, სხვებთან კი არაცნობიერშია ჩაძირული. ზოგმა ისეთი რამ იცის, რაც სხვებისთვის უცნობია. შინაარსთან
გვერდ „კარლ გუსტავ იუნგი“-ზე დაბრუნება.