საბერძნეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.73.45.46-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
No edit summary
ხაზი 87:
[[ფაილი:Gr-map KA.png|thumb|left|250px|საბერძნეთის რესპუბლიკა]]
 
ქვეყანა [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულზე]], აგრეთვე [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის]], [[იონიის ზღვა|იონიისა]] და [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: [[ალბანეთი]], [[მაკედონია]], [[ბულგარეთი]], [[თურქეთი]]. ქვეყნის მატერიკული ნაწილი უპირატესად მთიანი მასივევბითაა დაფარული, უმაღლესი მწვერვალია ოლიმპი (2917 მ) ფესალიაში. ყველაზე მნიშვნელოვანია პინდასის მასივი ქედი, რომელიც ფესალიისა და ეპირის რაიონებს ჰყოფს. მთებს უკავია პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი.
გეოლოგიური თვალსაზრისით საბერძნეთის მთიანი მასივი შედარებით ახალგაზრდაა, სადაც ადგილი აქვს ფილების მოძრაობას, რაც იწვევს მიწისძვრებს. ეს მოძრაობები განსაკუთრებით შესამჩნევია იონიის ზღვის კუნძულებზე. ყველაზე დიდი ვაკე უბნები გვხვდებას მაკედონიასა და თრაკიაში. ადრე მათ ადგილზე დაჭაობებული ტბები იყო, ახლა ისინი დააშრეს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად იყენებენ.
 
* '''ფართობი''': 131.900 კვ.კმ.
* '''ბუნება''': მთიანი სისტემა — [[პინდოსი]]; უმაღლესი მწვერვალი — [[ოლიმპო]] 2.917 მ; კუნძულები — [[კრეტა]], [[კერკირა (კუნძული)|კორფუ]], [[როდოსი]];[[სკიროსი]];[[ლესბოსი]]; ტბა— ტრიხონისი. მდინარეები — [[ალიაკმონი]], [[პინიოსი]], სპერხიოსი.
* '''ბუნებრივი რესურსები''': ბოქსიტები, მაგნეზიტი, ნავთობი, მარმარილო, ჰიდროენერგია.
 
== ჰავა ==
საბერძნეთის ჰავა ტიპიურია ხმელთაშუა ზღვისთვის ცხელი, მშრალი ზაფხულით და ზომიერად გრილი,წვიმიანი ზამთრით.[[ზაფხული]] ([[მაისი]] [[ოქტომბერი]]) ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მუდმივი ქარები ქრის, რომლებსაც მოაქვთ ნათელი, მშრალი და ცხელი ამინდი. ზამთარი ციკლონის განვითარების პერიოდი: ჭარბობენ თბილი ხმელთაშუა ზღვიდან მობერილი სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, ამინდი არამდგრადია, ხშირია ხანმოკლე წვიმები. ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ივლისისა +24<sup>0</sup>C ჩრდილოეთში და 28<sup>0</sup>C სამხრეთში; იანვრისა +4<sup>0</sup>C ჩრდილოეთში და +11<sup>0</sup>C სამხრეთში. ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთში 1400მმ, აღმოსავლეთში 600მმ-მდე. ნალექების 80-90% ცივ პერიოდში მოდის. მთებში კლიმატი ნაკლებ თბილი და უფრო ტენიანია, ნალექებით როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. მაღალმთებზე თოვლი დიდხანს დევს.
კ.კრეტა მატერიკიდან დაცილებულია და კლიმატი უფრო თბილია, ამასთან განიცდის აფრიკის თბილი ქარების გავლენას.
 
== მდინარეები და ტბები ==
საბერძნეთის მდინარეები ძირითადად მოკლე, სწრაფი დინების მქონე მთის მდინარეებია, ზამთრის წყალდიდობებით. წყალუხვია საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის მდინარეები, მათგან აღსანიშნავია: [[მარიცა]], [[სტრუმა]], [[ვარდარი]], [[მესტა]]. დანარჩენ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მდინარეები წყალმარჩხია, ზოგიერთი მათგანი ზაფხულში შრება კიდეც. სიგრძით გამოირჩევიან: [[ალიაკმონი]], რომელიც პინდის მთებში იღებს სათავეს და აღმოსავლეთით [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვისკენ]] მიედინება. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია [[პეონეი]], [[ახელოი]], [[არახტოსი]] და [[ალფეი]].ქვეყანაში ბევრი, მაგრამ მცირე ზომის, ტბაა, უპირატესად ტექტონიკური ან კარსტული წარმოშობის. მათ შორის ყველაზე დიდია ტრიხონიანისის ტბა დასავლეთ საბერძნეთში.
 
== ტურიზმი ==
ათენი ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ყოველწლიურად აქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტურისტი ჩადის. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძველი ქალაქიცაა. აქ შექმნილია მსოფლიო არქიტექტურის მრავალი შედევრი. ათენის ცენრტში აღმართულია აკროპოლის ბორცვი პერიკლეს ეპოქის ძეგლებით და ლიკაბეტის ბორცვი წმ.გიორგის პატარა ეკლესიით. ათენი თანამედროვე საქმიანი და პოლიტიკური ქალაქია, სადაც თავმოყრილია ყველა საელჩო, მრავალი საწარმო, ოფისი, თეატრი, რესტორანი და მაღაზია, სასტრუმრო და გართობის დაწესებულება.
საბერძნეთი თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებელია, მის ტერიტორიაზე თავმოყრილია უამრავი ძვირფასი შენობა, ანსამბლი, ქალაქების ნანგრევი, გასაოცარი სილამაზის ტაძარი. მხოლოდ ათენში 33 მუზეუმი და მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტია. მთლიანად ქვეყანაში 260-ზე მეტი მუზეუმია, რომელთა ექსპოზიციათა უმეტესობა ღია ცის ქვეშაა განთავსებული.
 
== სახელმწიფო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საბერძნეთი“-დან