გული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
 
გულის გარეთა გარსი ეპიკარდიუმი, გულის პერანგის, ანუ პერიკარდიუმის შიგნითა ე.წ. ორგანოს მფარავი ფურცელია. შიგნითა და გარეთა ფურცლები ქმნიან ჰერმეტულ ღრუს, რომელშიც გამომუშავდება სეროზული სითხე. იგი ამცირებს ხახუნს პერიკარდიუმის ფურცლებს შორის. ამ სითხის რაოდენობა 5 მლ-ია.
 
 
=== სისხლძარღვები ===
სისხლძარღვები, მათი აგებულებისა და ფუნქციის მიხედვით იყოფა: არტერიებად, ვენებად და მათ უწვრილეს განშტოებებად არტერიოლებად, ვენულებად, პრე და პოსტ კაპილარებად, რომელთა ერთობლიობა მიკროცირკულაციურ კალაპოტს ქმნის. არტერიებში მოძრაობს არტერიული სისხლი, მაგრამ არსებობს ერთი გამონაკლისი ფილტვის არტერია, ამიტომ არტერიების ასეთი განსაზღვრება არ არის სრული ჭეშმარიტება; არტერიის ჭეშმარიტი განსაზღვრებაა: არტერია არის სისხლძარღვი, რომელსაც სისხლი მიაქვს ცენტრიდან პერიფერიისაკენ (ანუ გულიდან პერიფერიისაკენ). იგი შედგება სამი გარსისაგან: 1. შიგნითა გარსი ინტიმა; 2. შუა გარსი – მედია; 3. გარეთა გარსი – ადვენტიცია ანუ შემაერთებელქსოვილოვანი გარსი. არტერიული სისხლის მიკროცირკულაცია ხორციელდება: არტერიოლების, პრეკაპილარების და კაპილარების საშუალებით. ამის შემდეგ იწყება ვენური სისხლის მიკროცირკულაცია. კაპილარები იკრიბებიან პოსტკაპილარებში, შემდეგ უფრო მსხვილ სისხლძარღვებში ვენულებში, რომლებიც ერთიანდებიან უფრო მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებად, რომლებსაც ვენები ეწოდებათ. ვენები ეწოდება სისხლძარღვებს, რომელთაც სისხლი პერიფერიიდან მიაქვთ ცენტრისკენ. მასში მოძრაობს ნახშირორჟანგით მდიდარი და ჟანგბადით ღარიბი სისხლი. გამონაკლისია ფილტვისა და ჭიპლარის ვენა. ვენების კედელიც სამშრიანი შენებისაა, მაგრამ არტერიებისაგან განსხვავებით, მათი შუა ანუ კუნთოვანი გარსი ნაკლებად არის განვითარებული და შესაბამისად წნევა უფრო დაბალია, ვიდრე არტერიულ აუზში. მისი შიგნითა გარსი – ინტიმა ქმნის ჯიბეებს, რომელთა დანიშნულებაა არტერიულ სისტემაში არსებული წნევის შენარჩუნება. ეს სარქველები სხეულის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა რაოდენობით არიან წარმოდგენილი, მაგალითად: თავისა და ფილტვის ვენებს სარქველები არ აქვთ. ყველაზე დიდი რაოდენობით სარქველებს შეიცავს ქვედა კიდურის ვენები. საბოლოო შემკრები ვენებია: ზედა ღრუ ვენა, რომელიც სისხლს სხეულის ზედა ნაწილებიდან აგროვებს და მიაქვს გულისკენ; ქვედა ღრუ ვენა, რომელიც სისხლს სხეულის ქვედა ნაწილებიდან აგროვებს და ცალკე ვენური აუზის სახით არის წარმოდგენილი კარის ვენის სისტემა, რომელიც სისხლს აგროვებს პარენქიმული ორგანოებიდან და საბოლოოდ ქვემო ღრუ ვენას ჩაერთვის.
 
== სისხლის მიმოქცევის სისტემა ==
სისხლი მუდმივ მოძრაობაშია. მას სიცოცხლის მდინარეს უწოდებენ. ის მდინარის მსგავსად მიედინება სისხლძარღვების ჩაკეტილ წრეში, ორგანიზმის ყველა ნაწილამდე აღწევს, ყველა უჯრედამდე მიიტანს ჟანგბადსა და საკვებს და იქიდან მათი დაშლის პროდუქტები გამოაქვს. სისხლძარღვებში სისხლის უწყვეტ დინებას გულის მუშაობა განაპირობებს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ გული მაინც ძგერს. გული თავისი ზომით დაახლოებით ხელის მუშტის ზომას შეესაბამება. წონა კი სხეულის წონის 0,5%-ს შეადგენს. გული მდებარეობს გულმკერდის ღრუში, ოდნავ მარცხნივ, ფილტვებს შორის. მას გარედან აკრავს სითხის შემცველი გულის პერანგი. გულის პერანგი იცავს გულს
დაზიანებისაგან, რომელიც შეიძლება შეკუმშვის დროს მეზობელ ორგანოებთან ხახუნმა გამოიწვიოს. გული, გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისაგან აგებული ღრუ ორგანოა. გულის კუნთის შიგნით შეთანხმებულად მოქმედებს ორი ბიოლოგიური ტუმბო. ისინი ერთმანეთისგან კუნთოვანი ძგიდითაა გამოყოფილი. ამრიგად, გული შედგება მარჯვენა და მარცხენა ნაწილისაგან. თითოეული ნაწილი იყოფა ორ განყოფილებად - წინაგულად და პარკუჭად. მარჯვენა ტუმბოს პარკუჭი ნახშირორჟანგით მდიდარ - ვენურ სისხლს ფილტვებისაკენ გზავნის, საიდანაც
სისხლი გულის მარცხენა ტუმბოს წინაგულში ბრუნდება. ამ წრეს ფილტვის წრეს ანუ სისხლის მიმოქცევის მცირე წრეს უწოდებენ. მარცხენა ტუმბოს პარკუჭი ჟანგბადით მდიდარ - არტერიულ სისხლს სისხლძარღვებით სხეულის ყველა ნაწილს მიაწვდის და სისხლი ყველა ორგანოს უჯრედებამდე მიაღწევს. ამ ორგანოებიდან წამოსული სისხლი სისხლძარღვებით ბრუნდება მარჯვენა ტუმბოს წინაგულში. ეს სისხლის მიმოქცევის დიდი წრეა. მისი საშუალებით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილამდე მიდის. ამ დროს არტერიული სისხლი თანდათანობით ვენურ სისხლად გადაიქცევა, რადგან კაპილარებში პარალელურად ადგილი აქვს ნახშირორჟანგის გადმოსვლას უჯრედებიდან. წინაგულების კედლები პარკუჭების კედლებზე გაცილებით თხელია. ეს იმასთან არის დაკავშირებული რომ წინაგულები შედარებით ნაკლებ სამუშაოს ასრულებს. მათი შეკუმშვის დროს სისხლი მხოლოდ პარკუჭებში გადადის. პარკუჭები მნიშვნელოვნად მეტ სამუშაოს ასრულებენ, სისხლს ძარღვების მთელ სიგრძეზე გადაისვრიან. გარდა ამისა მარცხენა პარკუჭის კუნთოვანი კედელი უფრო სქელია, ვიდრე მარჯვენასი, ვინაიდან იგი უფრო მეტ სამუშაოს (სისხლს გადაისვრის სისხლის მიმოქცევის დიდი წრეში) ასრულებს. სისხლი ყოველთვის ერთი მიმართულებით - წინაგულებიდან პარკუჭებისკენ და პარკუჭებიდან სისხლძარღვებისკენ მოძრაობს. ამას სარქველები უზრუნველყოფენ. წინაგულებისა და პარკუჭების დამაკავშირებელი სარქველები კარებივით მოქმედებს და ერთი მიმართულებით - პარკუჭებისკენ იღება. ამ სარქველებს კარისებრ სარქველებსაც უწოდებენ.
პარკუჭების მძლავრი შეკუმშვით სისხლი გადაიტყორცნება სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეებში.
სისხლის მცდელობას, სისხლძარღვებიდან უკან, პარკუჭებში ჩაბრუნდეს, ხელს უშლის ჯიბის ფორმის სარქველები. ისინი სისხლით ივსება, იბერება და ხურავს სისხლძარღვებს. ამ სარქველებს ჯიბისებრ სარქველებს უწოდებენ. გული დაუღლელი ძრავაა, რომელმაც შესვენება არ იცის. ის ერთი დღის განმავლობაში 100 000 -ჯერ იკუმშება და ერთი საათის მანძილზე დაახლოებით 300 ლიტრ სისხლს ტუმბავს. გულის ერთი ციკლი, ანუ პერიოდი წინაგულების ერთი შეკუმშვიდან მეორემდე, მოიცავს სამ ფაზას:
* წინაგულების შეკუმშვა - გრძელდება დაახლოებით 0,1 წმ. ამ დროს პარკუჭები მოდუნებულია;
* პარკუჭების შეკუმშვა - გრძელდება 0,3 წმ. ამ დროს წინაგულები მოდუნებულია;
* გულის სრული მოდუნება - გრძელდება 0,4 წმ. პარკუჭები და წინაგულები მოდუნებულია.
ადამიანს არ შეუძლია მართოს გულის მუშაობა. ის იკუმშება ჩვენი ნების გარეშე. გულის შეკუმშვათა სიხშირეს ვერც ავაჩქარებთ და ვერც შევანელებთ. მარჯვენა წინაგულში განსაკუთრებული უჯრედების ორი კვანძია, რომელშიც აღმოცენდება აგზნება. ის გადაეცემა წინაგულებსა და პარკუჭებს და აიძულებს გულს რითმულად შეიკუმშოს. გულის კუნთს ავტომატური მოქმედების უნარი აქვს. გულის შეკუმშვათა სიხშირე დამოკიდებულია ასაკზე, ფიზიკურ
დატვირთვაზე, ემოციებზე და ა.შ. დიდი წრის დასაწყისში სისხლი მოძრაობს სქელკედლიან არტერიებში. ქსოვილებში არტერიები იტოტება, წვრილდება და გარდაიქმნება არტერიოლებად, ხოლო შემდეგ კი მიკროსკოპულ კაპილარებად. კაპილარების თხელი კედლებით სისხლიდან ქსოვილებში დიფუზიით გადადის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, ხოლო ქსოვილებიდან სისხლში - ნახშირორჟანგი და მავნე ნივთიერებები. ასეთი სისხლი იკრიბება ვენენებში, ვენებს კი ისინი გულისკენ მიაქვს. ვენური სისხლი გულისკენ სიმძიმის ძალის საწინააღმდეგოდ მიედინება. ამაში მას ჩონჩხის კუნთები, ვენის სარქველები და შინაგანი ორგანოების ზეწოლა ეხმარება.
საინტერესოა როგორ მოძრაობს ლიმფა მას შემდეგ რაც ის ლიმფურ კაპილარებში აღმოჩნდება. ლიმფური კაპილარები ერთდება უფრო მსხვილ ლიმფურ ძარღვებად, რომლითაც ლიმფა ლიმფურ კვანძებში მიიტანება. სწორედ ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება ლიმფოციტები, რომებიც ლიმფაში არსებულ მიკროორგანიზმებსა და შხამებს აუვნებლებს. ლიმფური კვანძებიდან მიკრობებისა და შხამისაგან განთავისუფლებული ლიმფა გადადის მსხვილ სადინარებში, რომელიც მსხვილ ვენებს უერთდება და სისხლთან ერთად გულში ჩაედინება. ლიმფის მოძრაობას უზრუნველყოფს ლიმფური სადინრის სარქველები.
 
=== მცირე წრე ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გული“-დან