'''ქიტრიდიომიცეტები''' ({{lang-la|Chytridiales}}) -— უმდაბლესი სოკოების [[რიგი]]. მიკროსკოპული, პრიმიტიული, უმეტესად ერთუჯრედიანი და ერთბირთვიანი სოკოებია. ტიპიური [[მიცელიუმი]] არა აქვთ. უმეტესობა წყალში ცხოვრობს. [[საპროფიტები]] ან [[წყალმცენარეები]]ს, სხვა სოკოების [[პარაზიტი|პარაზიტებია]]. ქიტრიდიომიცეტების 500-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. ზოგიერთი სახეობა მცენარეთა დაავადებებს იწვევს. მაგალითად [[ოლპიდიუმი]] კომბოსტოს შავ ფეხს, [[სინქიტრიუმი]] კარტოფილის კიბოს.