რუანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 102:
 
ადგილობრივი სასამართლოს ტრადიციულ სისტემას ერქვა ''Gacaca'' და იმ რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში იყო გავრცელებული, როგორც კონფლიქტების მოგვარების და შერიგების ერთ-ერთი ინსტიტუტი. ტუტსის ტომის წარმომადგენელი მეფე იყო უმაღლესი მოსამართლე. მიუხედავად სასამართლო სისტემის ტრადიციული ხასიათისა, ის საკმაო ხანს აერთიანებდა რუანდას, როგორც ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო<ref>{{Cite web|url=http://www.publications.parliament.uk/pa/cm200405/cmselect/cmniaf/303/303we32.htm|title=Select Committee on Northern Ireland Affairs Written Evidence|accessdate=2007-08-26|date=2004-12-29|publisher=Parliament of the U.K.}}</ref>.
 
=== კოლონიალური ერა ===
რუანდა დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი ევროპელებისათვის. პირველი ევროპელი, რომელმაც ფეხი დაადგა რუანდის მიწას იყო [[ავსტრია|ავსტრიელი]] ოსკარ ბაუმანი 1892 წელს, რომლის ექსპედიციის თანხაც გადაიხადა «გერმანიის აღმოსავლეთაფრიკული კოლონიზაციის საზოგადოებამ». აფრიკის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რუანდის და დიდი აფრიკული ტბების რეგიონის ბედი არ იყო დარეგულირებული 1884 წლის [[ბერლინი]]ს კონფერენციაზე. მაგრამ უკვე 1890 წელს [[ბრიუსელი]]ს კონფერენციამ დაადგინა გადაცემულიყო რუანდის და ბურუნდის მიწები [[გერმანია|გერმანიის]] პროტექტორატის ქვეშ [[უგანდა|უგანდის]] ტერიტორიაზე პრეტენზიის სანაცვლოდ. ორი სამეფოს დასავლეთ ტერიტორიებზე პრეტენზია ასევე გამოთქვა [[ბელგია]]მ, მაგრამ 1900 წელს რამდენიმე სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ დამყარდა კოლონიების საბოლოო საზღვრები.
 
1894 წელს მვამი რუტარინდვამ მამამას რვაბუგირი IV-ისგან მემკვიდრეობით გადაიბარა სამეფო ტახტი, მაგრამ ბევრი სამეფო საბჭოში ამით უკმაყოფილო დარჩა. მოხდა ბუნტი და სამეფო ოჯახი მოკლული იქნა. ტახტი მემკვიდრეობით მიიღო იუჰი IV მუსინგამ, რომელსაც ჰქონდა ნათესაური კავშირი სამეფო ოჯახთან თავისი დედის და ბიძის მხრიდან, მაგრამ მის ქვეშევრდომებს შორის უკმაყოფილება მაინც შენარჩუნებული იყო.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუანდა“-დან