რუანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 74:
 
ცხოველთა სამყარო თითქმის განადგურებულია. ყველაზე დიდი ცხოველები ([[ანტილოპები]], [[კამეჩები]], [[მარტორქისებრნი|მარტორქები]], [[ზებრები]], [[ლომი|ლომები]], [[სპილოები]], [[ბეჰემოთი|ბეჰემოთები]], [[ნიანგები]], [[გორილა|გორილები]]) შენარჩუნებულია მხოლოდ [[ნაკრძალი|ნაკრძალებში]].
 
== ისტორია ==
 
=== ნეოლითი და შუა საუკუნეები ===
თანამედროვე რუანდის ტერიტორია იყო აყვავებული და ნაყოფიერი რამდენიმე ათასწლეულების განმავლობაში, უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დროსაც კი<ref name="Bradt2006p6">{{Cite book|last=Booth|first=Janice|last2=Briggs|first2=Phillip|year=2006|title=Rwanda|publisher=Bradt Travel Guides|edition=3|isbn=978-1-84162-180-7|page=6}}</ref>. უცნობია როდის მოხდა ქვეყნის ადამიანებით დასახლება, მაგრამ ითვლება, რომ ადამიანი ამ რაიონში მოვიდა ან გამყინვარების პერიოდის გასვლიდან მალე, ან [[ნეოლითის ხანა|ნეოლითის]] პერიოდში — დაახლოებით ათი ათასი წლის წინ, ან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ.<ref>Chrétien p44</ref> რეგიონის აბორიგენულ მოსახლეობად ითვლებიან [[პიგმეები]] [[ტვა]]ს ტომიდან — ტყეებში მონადირეები და საკვების შემგროვლებლები, რომელთა შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ რუანდაში<ref name="Bradt2006p6" /><ref name="Richburg">[http://books.google.com/books?id=a84jBzA76-oC&pg=PA102 Richburg, Keith B. (1998) ''Out of America: A Black Man Confronts Africa''], San Diego, CA: Houghton Mifflin Harcourt, p. 102, ISBN 0-15-600583-2</ref>.
 
1950 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ამ რეგიონში გამოავლინეს ადამიანის აქტიური მოღვაწეობის მტკიცებულებები ქვის საუკუნის ბოლო პერიოდში<ref name="Bradt2006p6" />. რკინის ხანას ეკუთვნის ნაპოვნი არტეფაქტები — კერამიკა, რკინის ინსტრუმენტები და იარაღები<ref>Chrétien p45</ref>.
 
ასობით წლების წინ ტვას ტომი ნაწილობრივ ტყეებში განდევნა სამხრეთიდან მოსულმა ბანტუს ხალხმა. ამ ჯგუფის ხალხის საფუძველს შეადგენდა [[ჰუტუ]]ს ტომი<ref name="Richburg"/>. ჰუტუს ტომმა დაიწყო ტყეების ათვისება და გაკაფვა თავისი მუდმივი დასახლებებისათვის. XVI საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოვიდა ნილოტის ხალხის [[ტუტსი (ხალხი)|ტუტსის]] ტომი, მომთაბარე-მეცხოველეები. ტუტსის ტომმა დაიწყო გაბატონება ჰუტუს და ტვას ტომებზეც, თანაც ტუტსი გადავიდა ჰუტუს სალაპარაკო ენაზე. მაგრამ არ იყო დაშვებული შერეული ქორწინებები ტუტსის, ჰუტუს და ტვას წარმომადგენელთა შორის.
 
ტვას ტომი ცხოვრობდა ჯუნგლებში, აგრძელებდა ნადირობას და საკვების შეგროვებას, ან იყვნენ ჰუტუს და ტუტსის მოსამსახურეები. ჰუტუს ტომი იყვნენ მიწადმოქმედები და იხდიდნენ დაწესებულ გადასახადებს. ტუტსის ტომი, მათი ღირსების წესის მიხედვით, არ იყვნენ დაკავებული ხელოსნობით და ფიზიკური სამუშაოებით, სამხედრო საქმის გარდა. ისინი ასევე იყვნენ რუანდის მთელი პირუტყვის და სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულების მეპატრონენი. ბელადები, ასევე ჩინოვნიკები მხოლოდ ტუტსის ტომის ხალხი შეიძლება ყოფილიყო.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუანდა“-დან