რუანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 57:
'''რუანდის რესპუბლიკა''', (''უწოდებენ „ათასი ბორცვის მხარეს“'', ({{lang-fr|République Rwandaise}})) — სახელმწიფო [[აღმოსავლეთი აფრიკა|აღმოსავლეთი აფრიკის]] ცენტრში. ესაზღვრება [[უგანდა]]ს, [[ბურუნდი]]ს, [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას]] და [[ტანზანია]]ს. მოსახლეობის რაოდენობა 2012 წლის აღწერით შეადგენს 10 515 973 ადამიანს<ref>[http://www.geohive.com/cntry/rwanda.aspx მოსახლეობის აღწერა — geohive.com (2012 წელი)]</ref>, ფართობი — 26 338 კმ².
 
== გეოგრაფია ==
მიუხედავად [[ეკვატორი]]ს სიახლოვისა, მისი მაღალმთიანობის გამო ქვეყანაში შედარებით დაბალი ტემპერატურაა. [[გეოგრაფია]] ძირითადად ბალახიანი მთებისა და პლატოებისაგან შედგება. გამოირჩევა [[ფლორა|ფლორისა]] და [[ფაუნა|ფაუნის]] მრავალფეროვნებით. აქვე სახლობენ იშვიათი ჯიშის [[გორილა|მთის გორილები]]. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, [[ტურიზმი]] ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს [[ეკონომიკური სექტორი|ეკონომიკურ სექტორს]] წარმოადგენს.
[[ფაილი:Rw-map-RU.png|thumb|275px|რუანდის რუკა]]
[[ფაილი:Rwanda Topography.png|thumb|275px|რუანდის ტოპოგრაფიული რუკა]]
[[ფაილი:Rwanda satellite map.png|thumb|275px|რუანდის ხედი კოსმოსიდან]]
რუანდა მდებარეობს [[აფრიკა|აფრიკის]] ცენტრში, [[ეკვატორი]]დან ახლოს სამხრეთში. დასავლეთ საზღვარზე [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან]] მდებარეობს [[კივუს ტბა]] და [[მდინარე]] [[რუზიზი]], რომლებიც [[აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი]]ს ნაწილია. ქვეყნის ცენტრში მდებარეობს მისი [[დედაქალაქი]] — [[კიგალი]].
 
რუანდის რელიეფი ძირითადად შედგება საშუალო სიმაღლის გორაკებით, დასავლეთ საზღვარზე სიმაღლე მკვეთრად ეშვება კივუს ტბის და მდინარე რუზიზის ნაპირებთან, აღმოსავლეთით თანდათან მცირდება [[ტანზანია|ტანზანიის]] მიმართულებით, სადაც ძირითადად მდებარეობს მდელოები და [[ჭაობი|ჭაობები]]. რუანდაში მდებარეობს მდინარე [[ნილოსი]]ს ზოგიერთი სათავე.
 
მდინარე ნილოსის და [[კონგო (მდინარე)|კონგოს]] აუზები რუანდის ტერიტორიაზეცაა. ყველაზე დიდი [[ტბა]]ა — კივუ, რომელიც აფრიკაში ერთადერთი ტბაა, რომელშიც არ ბინადრობენ [[ნიანგები]]. ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით არსებობს მცირე ტბების ჯაჭვი (იქ ნიანგები ბინადრობენ).
 
=== კლიმატი ===
[[კლიმატი]] — [[სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი|სუბეკვატორული]], ზღვის დონიდან მნიშვნელოვანი სიმაღლის გამო სეზონურად ტენიანი და რბილი. კიგალიში (1550 მეტრ სიმაღლეზე) თვის საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში შეადგენს 17-21 °C-ს. ნალექები დაახლოებით 1000—1500 მმ-ია წელიწადში. მშრალი სეზონი — ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.
 
=== ფლორა და ფაუნა ===
მცენარეულობა — ძირითადად სავანა, მთების ფერდოებზე ტენიანი ტროპიკული [[ტყე]]ები.
 
ცხოველთა სამყარო თითქმის განადგურებულია. ყველაზე დიდი ცხოველები ([[ანტილოპები]], [[კამეჩები]], [[მარტორქისებრნი|მარტორქები]], [[ზებრები]], [[ლომი|ლომები]], [[სპილოები]], [[ბეჰემოთი|ბეჰემოთები]], [[ნიანგები]], [[გორილა|გორილები]]) შენარჩუნებულია მხოლოდ [[ნაკრძალი|ნაკრძალებში]].
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუანდა“-დან