გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

ანტიკური მწერლები საკმაო სისრულით აღწერენ კოლხეთის ზღვის სანაპიროს. კოლხეთის ზღვად სტრაბონს მიჩნეული აქვს შავი ზღვის ნაწილი კოლხეთის სანაპიროზე.
 
რომაელი მწერალი გაიოს პლინუს უფროსი (+79 წ.) გადმოგვცემს, რომ აღმოსავლეთისაკენ „140,000 ნაბიჯზე ტრაპეზუნტიდან არის მდინარე აბსარი ('''Absarus'''), რომლის შესართავთან იმავე სახელობის მქონე ციხე-სიმაგრეასიმაგრეა“<ref>Naturalis historia, VI, § 11</ref>. ამ ცნობაში დადასტურებულია ტრაპეზუნდიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარე აფსარი და ამ აფსარის შესართავთან აფსარის ციხე.
 
აფსარს იხსენიებს მეორე რომაელი მწერალიც — ფლაბიოს არიანეც. არიანე მოხელეც იყო, რომელიც ერთ დროს მართავდა კაპადოკიას ტიტულით Legatus Augusti pro praetore. სწორედ ამ დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით 134 წელს, მან იმოგზაურა კოლხეთის ზღვის გასწვრივ და ამ მოგზაურობის შესახებ იმპერატორ ჰადრიანეს (114-138) წარუდგინა ანგარიში. აქედან ირკვევა, რომ არიანე აფსარშიც მისულა. ამ მოგზაურობის შესახებ არიანე მოგვითხრობს, რომ არქაბედან აფსარამდე 60 სტადიონი (არეანეს სტადიონი 200 მეტრს უდრიდა) არისო. არიანე შემდეგ აგრძელებს თავის თხრობას და წერს: „გავედით რა აფსარიდან, ღამით ჩვენ გავიარეთ აკამფსისი, რომელიც 15 სტადიონით არის დაშორებული აფსარს. აკამფსისიდან მდინარე ბათჳს 75 სტადიონით არის დაშორებული<ref>Обезд Эвксинского понта, 9. Вестник древней истории. 1948. I, стр. 268</ref>.“ მდინარეები აფსარი და აკამფსისი ჭოროხის ორი ტოტია შესართავთან. ეს ჩანს ძველი მწერლების მითითებიდანაც. პროკოპი კესარიელი ამბობს: {{ციტატა|ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე სახელად ბიასი, რომელიც მას შემდეგ რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთაგორიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ეგრეთწოდებულ ევქსინის პონტს, მაგრამ უკვე აღარ იწოდება ბოასი... მას, სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსის უწოდებენ<ref>De bello gothico, VIII 2</ref>.}}
 
ის რომ აფსარის ციხე რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმს წარმოადგენდა მოწმობსიტალიაში ნოლას მახლობლად აბელაში კვარცხლბეკზე აღმოჩენილი წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულია კოლონია აბელას პატრონი ცენტურიონი მარციუს პლეტორიუს ცელერი. წარწერაში მის შესახებ ნათქვამია, რომ მრავალილეგიონის ცენტურიონად დაყოფისას იგი, როგორც პართიის ომის მანაწილე, დააჯილდოვა იმპერატორმა ტრაიანემ, წარწერაში ნათქვამია, რომ ერთ დროს ის ასრულებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულ და აფსარში (Numeri tendents in Ponto Absaro) დაბანაკებული დამხმარე რომაელი ჯარების მეთვალყურე რაზმების მეთაურის (praepositus) თანამდებობას<ref>Элицкий, Из исторической географии древней Колхиды, Вестник древней истории. 1938. II, стр. 310</ref>.
 
პროკოფი კესარიელის დროს (VI საუკუნეში) ქალაქი აფსარი აუკლიათ და დაურბევიათ<ref>De bello gothico, VIII 2, გეორგიკა, II, 95.</ref>. სამწუხაროდ ისტორიკოსი არაფერს გვეუბნება ამ დარბევის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვის ისტორიკოს აგათია სქოლასტიკოსის (536-582) ჩვენებით, აფსარი ისევ ქალაქად იხსენიება. ამასთან ერთად ამ ქალაქში მთავარი სატუსაღო ყოფილა, სადაცმოუთავსებიათ გუბაზ მეფის მკვლელები რუსტიკე და იოანე<ref>აგათა სქოლასტიკოსი, «Византийский Временник», 1950, III, стр 312</ref>. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი აფსარი კვლავ სამხედრო ადმინისტრაციული ცენტრი ყოფილა. ცხადია, იგი კვლავ განახლებულა.
 
აფსარს VII საუკუნის ბერძნული წყაროც იხსენიებს „პარემბოლე აფსაროსის“ სახელწოდებით<ref>Chronicon Paschale, გეორგიკა, IV, ნაკვეთი I, გვ. 10</ref>. პარემბოლე ისეთ ბანაკს ეწოდებოდა, რომელსაც იმპერიის საზღვრის დაცვა ევალებოდა.
 
აფსარი VIII საუკუნის ქართულ წყაროშიც გვხვდება. მწერალი [[იოანე საბანის-ძე]] დასავლეთ საქართველოს საზღვრების ჩამოთვლისას იხსენიებს: „საყოფელი იგი აფსარეაისა“.
 
 
 
 
ამ რეგიონში აღმოცენდა [[კოლხური კულტურა|კოლხური]] ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: [[დაიაენი]] და [[კულხა]] (ძვ.წ. XIII-VIII სს.)