ლატენტური ჰომოსექსუალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ლატენტური ჰომოსექსუალობა''' ( {{lang-la|}}. '''latentis''' - დაფარული, უხილავი) - საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ სექსუალური ლტოლვა, რომელიც ცნობიერ დონეზე არ გამოიხატება და არ აისახება ინდივიდის ღია ქცევაზე. ეს ფარული მიზიდულობა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზთა გამო დათრგუნულ იქნას, ან ადამიანში გაცნობიერებულ ვერ იქნას როგორც ჰომოსექსუალობა. ლატენტური ჰომოსექსუალობა საბოლოო ჯამში შესაძლოა აშკარა ჰომოსექსუალობად იქცეს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ არც არასოდეს გამოვლინდეს და ბოლომდე ფარულად და გაუცნობიერებლად დარჩეს. ტერმინი “ლატენტური ჰომოსექსუალობა” თავდაპირველად გამოიყენა [[ზიგმუნდ ფროიდი|ზიგმუნდ ფროიდ]]მა, რომელიც ''“ნევროზის ზოგად თეორიაში”'' აღნიშნავდა, რომ ის, ვინც თავს ჰომოსექსუალს უწოდებს, მხოლოდ და მხოლოდ აშკარა ინვერტები არიან, და მათი რაოდენობა ვერ შეედრება ლატენტურ ჰომოსექსუალთა რიცხვს.
ამ შემთხვევაში ფროიდი ლატენტურ ჰომოსექსუალობას განიხილავს როგორც ნევროზის ნიშანსა და მიზეზს. სხვა შემთხვევებში კი ფროიდი აღნიშნავს, რომ ლატენტური ჰომოსექსუალობა ახასიათებს ყველა ადამიანს, საყოველთაო თანდაყოლილი ბისექსუალობის გამო.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ტერმინი “ლატენტური ჰომოსექსუალობა” მართებული არ არის, რადგან ნაწილობრივ დაფარული ჰომოსექსუალობა ინდივიდის მიერ ხშირად გაცნობიერდება, მაგრამ გონების დონეზე ითრგუნება (ხშირად დიდი ძალისხმევის შედეგად).