ჰომოსექსუალობა ჩინეთში: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: Image:Love play in China.jpg|thumb|300px|right|Young men sipping tea and having sex. Individual panel from a hand scroll on homosexual themes, paint on silk;...
(განსხვავება არ არის)

13:14, 5 ივნისი 2015-ის ვერსია

ჰომოსექსუალობა ჩინეთში-ჩინეთის ისტორიის უმეტესი ნაწილისთვის, ჰომოსექსუალური სიყვარული საზოგადოებრივად მეტ-ნაკლებად მისაღები მოვლენა იყო. კაცების ურთიერთობა აქ დანაშაულად არ აღიქმებოდა, თუმცა არასწორად მიიჩნევდნენ.

Young men sipping tea and having sex. Individual panel from a hand scroll on homosexual themes, paint on silk; China, Qing Dynasty (eighteenth to nineteenth centuries); Kinsey Institute, Bloomington, Indiana, United States

ჰომოსექსუალობაზე საუბარია ჩჟოუს დინასტიის (ძვ. წ. 1045-221) პერიოდში. ცნობილია დინასტიები, რომლის კარზეც ჰომოსექსუალობა ყვაოდა. მაგალითად, ასეთია დასავლეთ ხანის დინასტია (ძვ. წ. 206 – ახ. წ. 8). მის 11 იმპერატორიდან 10-ს კაცი პარტნიორი ჰყავდა. ამაზე ბევრი ნარატივია შემორჩენილი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია – „მოჭრილი სახელოს ამბავი“. იმპერატორი აიდი (ძვ. წ. 6 – ახ. წ. 2), თავის პარტნიორებს შორის, პირმშვენიერ დუნ სიანს გამოარჩევდა. ერთხელ, ალერსით დაქანცულმა ჭაბუკმა იმპერატორის სარეცელზე ჩათვლიმა ისე, რომ მბრძანებლის ხალათის სახელო ქვეშ მოიყოლა. ამ დროს, იმპერატორი სასწრაფოდ გამოიძახეს მნიშვნელოვან საქმეზე. მაშინ აიდიმ მახვილით მოჭრა ხალათის სახელო და ისე წამოდგა, რომ შეყვარებული არ შეაწუხა. მას შემდეგ, ჩინეთში გამოთქმა „მოჭრილი სახელო“ ჰომოსექსუალობის ევფემიზმად იქცა.

აღსანიშნავია, რომ ჩინური რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებანი კაცებში ჰომოსექსუალობას არ იწონებდა. დაოსებისთვის ჰომოსექსუალური სიყვარული თესლის – ძინის ფუჭი ფლანგვა იყო, ინის უმნიშვნელოვანეს საწყისებთან ზიარებისგან კაცური იანის მოწყვეტილობა. კონფუციანელებიც არ იწონებდნენ კაცის განდგომას სამოქალაქო და ოჯახური მოვალეობებისგან. ბუდისტებისთვის ჰომოსექსუალობა ცოდვა იყო, თუმცა გაცილებით ნაკლები ცოდვა, ვიდრე ძალადობა და მრუშობა. მაგრამ, არავინ განიკითხავდა ჰომოსექსუალ კაცებს იმ შემთხვევაში, თუ მათ კაცი პარტნიორების გარდა ცოლ-შვილიც ჰყავდათ. ჩინელებისთვის მთავარი გვარის გაგრძელება იყო და თუ კაცი ამ მოვალეობას ასრულებდა, დანარჩენი საკითხები მისი პირად საქმედ მიიჩნეოდა. ამიტომ, ჩინელი ჰომოსექსუალების უმრავლესობა ბისექსუალურ ცხოვრებას ეწეოდა.

ჰომოსექსუალობის განვითარება ჩინეთში

მინის დინასტიის დროს, ჰომოსექსუალობა ფართოდ იყო გავრცელებული. იეზუიტი მატეო რიჩი, რომელმაც პეკინი 1583, შემდეგ კი 1609–1610 წლებში მოინახულა, გაოცებული დარჩა კაცების პროსტიტუციის მასშტაბებით. ასევე, XVIII საუკუნის ანონიმი ავტორის ტრაქტატში, სახელწოდებით „მოჭრილი სახელოს სიამეებზე“, მოთხრობილია ორმოცდაათზე მეტი ჰომოსექსუალური სასიყვარულო ისტორია. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მუსიკოსი სი ციანიასა და იუან ცის სიყვარულზე გვიამბობს, სასიყვარულო ურთიერთობათა სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს. არსებობდა ტრადიციებიც. ფუძიანის პროვინციაში, დროებითი ჰომოსექსუალური ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. მაგრამ, ჩინეთში ჰომოსექსუალურ ქორწინებებს თავისი სპეციფიკა გააჩნდა: უფროსი კაცი თავისი ბიჭი პარტნიორის მშობლებს გამოსასყიდს უხდიდა და იგი თავისთან საცხოვრებლად მიჰყავდა მანამ, სანამ ეს უკანასკნელი „ცოლის მოსაყვან“ ასაკს არ მიაღწევდა.

ჩინეთში არსებული ჰომოსექსუალობის ნარატივში, რასაკვირველია, მრავალრიცხოვანი საჭურისიც ეწერებოდა. 1912 წელს, რომელიც საიმპერატორო ჩინეთის ისტორიაში უკანასკნელ ფურცელს შლის, ქვეყანაში 100 000-ზე მეტი საჭურისი ცხოვრობდა. გარკვეულ პერიოდებში, საჭურისები და სხვა კასტრატები (სასჯელის ნიშნად კასტრირებულები) გაცილებით მრავალრიცხოვანნი იყვნენ. მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები: სიმა ციანი (ძვ. წ. 145-90 წწ) – კარისკაცი, რომელიც იმპერატორის ბრძანებით დაასაჭურისეს. მოგვიანებით, როცა შეიწყალეს, მან ჩინეთის პირველი საყოველთაო ისტორია დაწერა; საჭურისი ცაი ლუნი, რომელსაც 105 წელს ქაღალდის გამოგონებას მიაწერენ; საჭურისი ჩენგ ჰო, XIV საუკუნის ადმირალი, რომელმაც აფრიკამდე ჩააღწია. კასტრაცია ჩინეთში მხოლოდ ძალადობრივი არ იყო, იგი ნებაყოფლობითაც ხდებოდა: ღატაკი ოჯახების შვილები შეგნებულად დგამდნენ ამ ნაბიჯს, რათა ახლობლებს კარიერის შექმნაში დახმარებოდნენ. კასტრაციის შემდეგ, მათ გადაეცემოდათ ჭურჭელი მოკვეთილი გენიტალიებით, რომელსაც ისინი სიკვდილამდე ინახავდნენ – ხელახალი დაბადებისას, სხეულის ყველა ნაწილი ადგილზე რომ ჰქონოდათ.

მოგვიანებით, ევროპული ცივილიზაციის ზეწოლით, ზნეობა იცვლება და ჰომოსექსუალობის მიმართ სულ უფრო და უფრო მიუღებელი ხდება. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, მან კულტურისა და მორალის ძლიერი ვესტერნიზაცია განიცადა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღმოცენების შემდეგ (1949 წ), ჩინეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები კანონს მიღმა მოექცა. ჰეტეროსექსუალური ნორმიდან ნებისმიერი „გადახრა“ კვალიფიცირდებოდა, როგორც ფსიქიკური დაავადება, რომელიც საჭიროებდა ყველაზე მკაცრ მკურნალობას. ხელისუფლებაში მოსულმა ჩინელმა კომუნისტებმა განაცხადეს, რომ ჰომოსექსუალობა – დასავლეთის დამანგრეველი გავლენის ნაყოფია.

ამჟამად, ჰომოსექსუალობა ჩინეთში აკრძალულია, თუმცა დიდ ქალაქებში გეებისთვის იატაკქვეშა კლუბები ფუნქციონირებს.

ჰომოსექსუალობა ჩინეთის ხელოვნებაში

 
ქალი უთვალთვალებს მამაკაცებს

ჩინურ თეატრში, ისევე, როგორც ბერძნულსა და რომაულში, ქალის როლს კაცები ასრულებდნენ. კაცის როლის შემსრულებელ მსახიობებს – შენგებს, ემორჩილებოდნენ ქალის როლის შემსრულებლები – ტანები. მათ შორის არა მხოლოდ უფროს-უმცროსობა არსებობდა, არამედ სასიყვარულო ურთიერთობაც. ტანები მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. ზოგიერთი მათგანი ცნობილიც გახდა და იმპერატორის სიყვარული დაიმსახურა. იმპერატორებს თეატრი და ტანების მშვენიერება უყვარდათ. ერთ-ერთმა მათგანმა სიხარულის სასახლე ააგო, სადაც რამდენიმე ასეული მსახიობი ცხოვრობდა, მეორემ პირმშვენიერი ჭაბუკებით დასახლებული მარადიული გაზაფხულის პარკი გააშენა. მდიდრებიც ბაძავდნენ იმპერატორებს და ლამაზი ბიჭებით ინტერესდებოდნენ, რომლებიც მათ წარმოდგენებითა და სიმღერებით ართობდნენ.

ქალური ჰომოსექსუალობა ჩინეთში

ქალურ ჰომოსექსუალობაზე ჩინური წყაროები ძუნწად მოგვითხრობს. ლესბოსელები არც დაოსების, არც კონფუციანელების და არც ბუდისტების აკრძალვებში არ მოხვედრილან. ისინი ხომ არც თესლის ფუჭად დანთხევას იწვევდნენ და არც ოჯახურ ფასეულობებს ესხმოდნენ თავს. არსებობდა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ჰარამხანებში ლესბოსური ურთიერთობები გარდაუვალი იყო. ჰარამხანების მფლობელები იძულებულნი იყვნენ, შეგუებოდნენ ასაკის მატებასთან ერთად წამოსულ სექსუალურ უძლურებას და ცოლებისა და ხარჭების „ცელქობებზე“ განზრახ ხუჭავდნენ თვალს. ჰარამხანის პარტნიორები ერთმანეთისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ხშირად იყენებდნენ მოხვეწილი სპილოს ძვლის ან გალაქული ხის ნაკეთობებს. ასევე, ქალური მასტურბაციის მოხერხებული იარაღი იყო შავი, გამხმარი, ქუდიანი სოკო, რომელიც საშოში შეცურების შემდეგ მოცულობაში იზრდებოდა.