შეკვეთილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
შეკვეთილი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო XVIII საუკუნის განმავლობაში. 1723 წლიდან შევკეთილის ციხეში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] გარნიზონი იდგა. შეკვეთილი ფაქტობრივად [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] გამგებლობაში მოექცა 1812 წლიდან, [[ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1812)|ბუქარესტის ზავი]]ს მიხედვით.<ref>„საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ გვ. 478, 678, 876 — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973 წ</ref>XIX საუკუნეში შეკვეთილს ნიკოლოზის კონცხად მოიხსენიებდნენ. ამ დროს ის [[მეთევზეობა|მეთევზეობის]] ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა.
 
რუსეთ-ოსმალეთის [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|1828-1829]] წლების ომის დროს შეკვეთილთან გაიმართა ბრძოლა, რომელშიც გურულების 1500 კაციანმა რაზმმა გამოიჩინა თავი. [[ყირიმის ომი]]ს დროს 1853 წლის 15 ოქტომბერს წმინდა ნიკოლოზის საგუშაგოს თავს დაესხა თურქთა რეგულარული ჯარი და სახალხო ლაშქარი ბეგ თავდგირიძის მეთაურობით, სულ 5 ათასი კაცი. მათ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსი ეგერები და გურულთა სახალხო ლაშქარი, სულ 500 კაცი, აქედან 345 გურული. გურულებს მამა-შვილი გიორგი და ესე გურიელები მეთაურობდნენ. 7 საათი მიდიოდა ბრძოლა, სასიკვდილოდ დაჭრილმა გიორგი გურიელმა სარდლობა 16 წლის შვილ ესეს გადაულოცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს და გმირულად დაიღუპნენ გიგინეიშვილი და წითლიძე, ზაქარია ანდრონიკაშვილი. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ლევან, დავით, დიმიტრი, მალაქია გურიელებმა.
 
==კურორტი==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შეკვეთილი“-დან