ფსიქოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
 
=== ბიჰევიორიზმი ===
(ინგლ. behavior [[ქცევა]]) იგივე ქცევათმეცნიერება. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელი ამერიკელი მეცნიერი [[ჯონ უოტსონი]] ცდილობდა ფსიქოლოგია ექცია ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებად, იგი უარს აცხადებდა სუბიექტური სამყაროს, ცნობიერების შესწავლაზე და ამის საპირისპიროდ ფოკუსირებული იყო ობიექტურად მოცემული ქცევის შესწავლაზე. ამ მიმდინარების მიხედვით ყოველი ქცევა, რეაქცია არის პასუხი რაიმე გამღიზიანებელზე: '''S—R''' - ასეთია ბიჰევიორიზმის ფორმულა, სადაც '''S''' არის მოცემული გამღიზიანებლი, ხოლო '''R''' ორგანიზმის პასუხი, რეაქცია. ბიჰევიორიზმის მთავარი ამოცანაა იწინსაწარმეტყველოს ქცევა და მართოს იგი. '''S-R''' ფორმულაში არ არის გათვალისწინებული ფსიქიკის მონაწილეობა - გამღიზიანებელი უშუალოდ იწვევს რეაქციას, ეს არ ეთანხმება ყოველდღიური დაკვირვების მონაცემებს. ბიჰევიორისტების მომავალმა თაობამ ე.წ. [[ნეობიჰევიორიზმი|ნეობიჰევიორისტებმა]] ქცევის პროცესის დახასიათებისას მიმართეს შინაგან სამყაროსთან დაკავშირებულ მოვლენებს (მოთხოვნილება, [[განწყობა]] და სხვ.სხვა) და შუალედური ცვლადის სახით მოათავსეს ისინი სტიმულსა და რეაქციას შორის. როგორც ცნობილიაბიჰევიორისტები მხოლოდ ობიექტურ, დაკვირვებად ქცევას მიიჩვედნენ ფსიქოლოგიის საგნად, ცნობიერებიას, ფსიქიკურ პროცესებს კი საერთოდ გამორიცხავდნენ. გაზომვა და რიცხობრივი, ფორმალური საშუალებებით გამოხატული ქცევის აღწერა და ახსნა, მათი აზრით, აახლოვებს მათ ნამდვილ მეცნიერებასთან, რადაც ისინი ბუნებისმეტყველურ მეცნეირებას, მაგალითად, ფიზიკას თვლიდნენ. ამ თვალსაზრისის მიხედვით ნებისმიერი ცნობიერებაში მიმდინარე ფსიქიკური პროცესი, იქნება ეს მეხსიერება, აზროვნება და თვით ცნობიერება უნდა განიდევნოს ფსიქლოგიიდან. ამგვარი მიდგომა ასეთი მნიშნველოვანი ფსიქიკური პროცესებისადმი აიძულებდა ბიჰევიორისტებს რაღაც ღრმა ფორმა გამოენახათ ამ პროცესებისათვის. მაგალითად: აზროვნების და მეტყველების ასახსნელად, რომელზე დაკვირვებაც ობიექტურად ძნელია, უოტსონმა შემოიტანა "დაფარული ქცევის" ცნება. მაგალითად, აზროვნება უოტსონისთვის, "სხვა არაფერია, თუ არა უხმო მეტყველება ან ჩვეულებრივ მეტყველებაში მონაწილე კუნთური მოძრაობები, რომელიც განვითარებასთან ერთად ხდება".
 
=== ფსიქოანალიზი ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფსიქოლოგია“-დან