ნარიყალა: განსხვავება გადახედვებს შორის

бастион - პატნეზი
(კომპაქტურად)
(бастион - პატნეზი)
ციხესიმაგრე [[IV საუკუნე]]ში დაფუძნდა როგორც „[[შურის ციხე]]“. [[VII საუკუნე]]ში და მოგვიანებით [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები [[XVI საუკუნე|XVI]] და [[XVII საუკუნე|XVII]] საუკუნეებით თარიღდება. [[1827]] წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
 
ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და პატნეზებით (ბასტიონებით) გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის კვადრ\ტების სახით.
 
[[XVII საუკუნე]]მდე ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა „მეფის სასახლე“. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) დედაციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი. კერძოდ კი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული, რომელიც [[1847]] წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა.
ანონიმური მომხმარებელი