კუნთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}'''კუნთები''' (ლათ. ''musculus'', "პატარა თაგვი") – [[ადამიანი]]ს და [[ცხოველი|ცხოველების]] [[ორგანო (ანატომია)|ორგანოები]]. შედგებიან [[კუნთოვანი ქსოვილი]]საგან. უნარი აქვთ შეიკუმშონ [[ნერვული იმპულსი|ნერვული იმპულსების]] გავლენის ქვეშ, სხვადასხვა მოქმედებების შესასრულებლად: მოძრაობა, სუნთქვა ა.შ.
 
ადამიანს აქვს 600400-ზე მეტი კუნთი.
 
ძვლებზე და კუნთებზე არის დამოკიდებული ადამიანის სხეულის ფორმა.
ხაზი 9:
გულის კუნთი გულში სისხლის ცირკულაციაში ეხმარება;
ასევე კუნთი ეხმარება ადამიანს მოძრაობების შესრულებაში რაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლების მონაწილეობას
 
== საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოები ==
ადამიანის ჩონჩხი ძალზე რაციონალურად არის აგებული. მიუხედავად იმისა,
რომ ის ორგანიზმის საიმედო საყრდენია, არ ზღუდავს ჩვენი სხეულისა და მისი
სხვადასხვა ნაწილის მოძრაობას. მაგრამ ძვლებს თავისით მოძრაობა არ შეუძლიათ -
მათ კუნთები ამოძრავებს.
ჩვენს სხეულში 400-მდე სხვადასხვა კუნთია, რომელიც მამაკაცებში სხეულის
მასის 35-45%, ხოლო ქალებში 28-30%-ს შეადგენს.
აგებულების, ფუნქციებისა და ორგანიზმში მდებარეობის მიხედვით კუნთებს სამ
ჯგუფად ყოფენ:
<ul>
<li>ჩონჩხის განივზოლიანი კუნთები;</li>
<li>გლუვი კუნთები;</li>
<li>გულის განივზოლიანი კუნთი.</li>
</ul>
ყველა მათგანს კუნთოვანი უჯრედის ერთი საერთო თვისება აერთიანებს:
მკვეთრად იცვალოს ზომა და ფორმა - შეკუმშვისას დამოკლდეს და მოდუნებისას
დაგრძელდეს. ტიპური ჩონჩხის კუნთი მილიონობით კუნთოვანი უჯრედისაგან შედგება,
რომელთაც წაგრძელებული ფორმის გამო ბოჭკოებს უწოდებენ. ბოჭკოებში უამრავი
წვრილი, კუმშვადი ცილოვანი ძაფია, რომელსაც მიოფიბრილები ეწოდება. სწორედ
ისინი განაპირობებენ კუნთოვანი ბოჭკოს ფუნქციას.
ბოჭკოები ცალკეულ კონებად იკვრება. კონებს გარს ეკვრის შემაერთებელი
ქსოვილის ფენა. ათასობით ასეთი კონა კუნთს ქმნის. კუნთი, რომელიც მტკიცე,
სრიალა შემაერთებელ ქსოვილოვან გარსშია გახვეული, ძვლებზე მიმაგრებულია
მყესების საშუალებით. როგორც წესი, ჩონჩხის კუნთის ბოლოები სხვადასხვა ძვალს მტკიცედ
ემაგრება, ამიტომ მისი შეკუმშვისას ძვლები ერთმანეთს უახლოვდება.
სახსარში ძვლების მოძრაობას უზრუნველყოფს ურთიერთსაწინააღმდეგოდ
მოქმედი (ანტაგონისტი) კუნთების ორი ჯგუფი - მომხრელი და გამშლელი კუნთები.
იდაყვის სახსარის ორთავა (მომხრელი) და სამთავა (გამშლელი) კუნთები
უზრუნველყოფენ ხელის სხვადასხვა მოძრაობებს.
ორთავა კუნთი შეკუმშულია ხელის მოხრის დროს, ხოლო სამთავა კუნთი კი
ამ დროს მოდუნებულია. ხელის გაშლის დროს კი პირიქით, მუშაობას ასრულებს
სამთავა კუნთი. მომხრელი და გამშლელი კუნთები შესაძლოა ერთდროულად მოდუნებულ
მდგომარეობაში იყოს. მაგ: სხეულის გასწვრივ თავისუფლად ჩამოშვებული ხელი
მოდუნებულია. იმ შემთხვევაში თუ ჰორიზონტალურად გაწვდილ ხელში საწონს ან
ჰანტელს დავიჭერთ, შევნიშნავთ, რომ სახსრის მომხრელი და გამშლელი კუნთები
ერთდროულად არის შეკუმშული. კუნთოვანი უჯრედის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია მასში მიტოქონდრიების დიდი რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულ უჯრედს
ენერგიის დიდი მარაგი ესაჭიროება. მუშაობისთვის საჭირო ენერგიას კუნთი
ნახშირწყლების წვისას გამოიმუშავებს. გაძლიერებული მუშაობისას ზოგჯერ
ნახშირწყლები ბოლომდე დაშლას ვერ ასწრებს და კუნთში მათი დაშლის
შუალედური პროდუქტი - რძემჟავა გროვდება, რაც კუნთის ტკივილს იწვევს.
შეუწუხებიხართ როდისმე სლოკინს? მას დიაფრაგმის სწრაფი, ხშირი
შეკუმშვა იწვევს. ეს დიდი თაღისმაგვარი კუნთი მკერდისა და მუცლის ღრუს
მიჯნავს ერთმანეთისაგან. თავისუფალი კიდეებით ის მკერდის ძვალს, ნეკნებსა და
მალებს უკავშირდება. მისი შეკუმშვისას კიდეები პარაშუტის თოკებივით ქვემოთ
ეწევიან კუნთს და თაღი ბრტყელდება. დიაფრაგმა მუცლის კუნთებთან ერთად ხველების, ცემინებისა და სიცილის პროცესშიც მონაწილეობს.
== სახის კუნთები ==
ადამიანის სახის გამომეტყველების ცვლილებასაც ასევე კუნთები
უზრუნველყოფენ. ემოციების გამოხატვაში განივზოლიანი კუნთების
განსაკუთრებული ჯგუფი ე.წ. მიმიკური კუნთები მონაწილეობს. როგორც წესი,
ისინი ერთი ბოლოთი ქალას ძვლებს, ხოლო მეორეთი სახის კანის სხვადასხვა უბანს
ემაგრება და შეკუმშვისას მასზე ნაკეცებს - ნაოჭებს აჩენს. ზოგიერთი კუნთის
შეკუმშვისას შუბლზე განივი ნაოჭი ჩნდება, ზოგი ტუჩის კუთხეს მაღლა სწევს - მას
სიცილის კუნთსაც უწოდებენ. ტირილის კუნთი კი იმ კუნთს დაარქვეს, რომელიც
ტუჩის კუთხეს დაბლა სწევს. ზოგი კუნთი პირის ხვრელს ავიწროებს, ზოგი კი -
ქუთუთოებს შორის ნაპრალს. ჩონჩხის ყველა კუნთის მოქმედება ჩვენს ნება-სურვილს ემორჩილება, ამიტომ
მათ ნებით კუნთებსაც უწოდებენ. ამ მხრივ სრულიად განხვავებულია გლუვი კუნთების მოქმედება, რომელიც ჩვენს ნება-სურვილს არ ემორჩილება. მათ უნებლიე კუნთებს უწოდებენ.
გლუვი კუნთების თითისტარისებრი უჯრედები ერთმანეთის პარალელურად არის განლაგებული და წარმოქმნიან შინაგანი ორგანოების - სისხლძარღვების, კუჭის, ნაწლავების, შარდის ბუშტის, საშვილოსნოს კედლებს. ნაწლავის კედელში არის გლუვი კუნთების გარეთა - გასწვრივი და შიგნითა ირგვლივი შრე. გულის კუნთი, ისევე როგორც ჩონჩხის კუნთები, განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოებისაგან შედგება, თუმცა ამ შემთხვევაში მეზობელი ბოჭკოები განსაზღვრულ უბნებში ერთმანეთს ერწყმის და ერთგვარ ხლართს წარმოქმნის. ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის სხვადასხვა განყოფილების ერთმანეთთან შეთანხმებულ და გულის, როგორც ერთიანი ორგანოს, მოქმედებაში. გულის კუნთი, ისევე როგორც გლუვი კუნთები, უნებლიე კუნთებს მიეკუთვნება.
 
 
[[კატეგორია:ანატომია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კუნთები“-დან