შხარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
| უმარტივესი მარშრუტი = თოვლ/ყინულზე ცოცვა ჩა ქედით
}}
'''შხარა''' — ცხრა თავიანი მწვერვალი [[საქართველო]]ში. მდებარეობს [[მესტიის მუნიციპალიტეტი|მესტიის მუნიციპალიტეტში]], [[სვანეთის კავკასიონი|სვანეთის კავკასიონზე]], [[ბეზენგის კედელი|ბეზენგის კედელზე]]. იგი წარმოადგენს [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი]]ს ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 5201 მ.<ref name="mar">[[ლევან მარუაშვილი]], საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, გვერდი 24, გამომცემლობა „ცოდნა“, თბილისი, 1964.</ref> აგებულია [[გრანიტი|გრანიტისა]] და კრისტალოვანი [[ფიქალი|ფიქალისაგან]]. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი [[ბეზენგის მყინვარი|ბეზენგია]], სამხრეთიდან — [[შხარის მყინვარი]]. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ [[1933]] წელს. შხარა [[საქართველო]]ს უმაღლესი მწვერვალია.<ref>{{ქსე|11|65||არა}}</ref>
 
ზოგიერთი წყაროს ცნობით, შხარას სიმაღლე 5200 ან 5208 მეტრია.<ref>[http://www.sok.ge/ge/შხარა/ შხარა].</ref> მწვერვალ [[იალბუზი]]დან გადაღებულ პანორამულ ფოტოზე ჩანს, რომ შხარას რეალური სიმაღლე არანაკლებ 5200 მეტრია.<ref>[http://www.ii.uib.no/~petter/mountains/5000mtn/Elbrus/ElbrusA/142-150_annotate.jpg პანორამული ფოტო მწვერვალ იალბუზიდან].</ref>
 
ალპინისტური თავალსაზრისით, შხარა ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში. მთავარ შხარაზე პირველი წარმატებული ასვლა განახორციელეს ინგლისელმა ალპინისტებმა — ჯ. კოკინმა, უ. ალმერმა და კ. როსიმ (1888 წლის სექტემბერი). 1940 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კავკასიონის მთავარი ქედის 20-მდე მწვერვალი, მათ შორის შხარა, დალაშქრეს ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეებმა, გოჯი ზურებიანმა, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა. ეს იყო სარეკორდო ტრავერსი. სამხრეთ ფასადიდან პირველნი ავიდნენ ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ილია გაბლიანი, მაქსიმე გვარლიანი და ჭიჭიკო ჩართოლანი (1952). მათვე წარმატებით განვლეს ხალდე-ბეზენგის კედლის კედელი.<ref name="sok" />
 
იმავე პერიოდში წურუნგალა-შხარის ტრავერსი (ფიცხელას კედლით) გაიარეს ქუთაისელმა ალპინისტებმა ალექსანდრე ნემსვიწერიძემ, გრიგოლ გულბანმა, რამინ კვიციანმა და ლევან ახვლედიანმა. მთავარ შხარაზე შესრულებული ასვლებიდან ყველაზე რთულად მიჩნეულია მარშრუტი, რომელიც სამხრეთის კედლის ცენტრზე გადის. ეს მარშრუტი პირველად დაძლიეს შოთა მირიანაშვილმა, გიორგი აბაშიძემ, დიმიტრი დანგაძემ და ოთარ ხაზარაძემ (1969). მთავარ შხარაზე სულ გაკვალულია 10 მარშრუტი, რომელთა უმრავლესობა 5 B-6 A კატეგორიისაა.<ref name="sok">[http://www.sok.ge/ge/%E1%83%A8%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90/ შხარა — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი]</ref>
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|65}}
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შხარა“-დან