იულიუს კეისარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 94.240.223.230 ცვლილებების გაუქმება (№2920315)
ხაზი 49:
'''გაიუს იულიუს კეისარი''' ({{lang-la|Dictator Gaius Iulius Caesar }}) (დ. [[12 ივლისი|12]]/[[13 ივლისი]], [[ძვ. წ. 100]] ― გ. [[15 მარტი]], [[ძვ. წ. 44]]) — [[ძველი რომი]]ს ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა [[კვესტორი]], 65-ში ― [[ედილი]], 62-ში [[პრეტორი]], 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ ([[პირველი ტრიუმვირატი]]). 59 წელს გახდა [[კონსული]], 46-ში აირჩიეს [[დიქტატორი|დიქტატორად]]. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი [[კეისარი]] (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.
 
== ბიოგრაფია კეისარ გულუასი ==
გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული [[გვარი]]ს, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას [[დიქტატურა]]ს დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი [[დრო]] [[რომი]]ს [[ისტორია]]ში. [[გაიუს მარიუსი]], იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი [[მტერი]] კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი [[რეჟიმი]]ს მტერს. კეისარი იხსნა [[ვესტა]]ს ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულიუს_კეისარი“-დან