არისტოტელე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Tengotengizi ცვლილებების გაუქმება (№2920323)
ხაზი 4:
[[პლატონი]]ს მოსწავლე, [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს აღმზრდელი [[ძვ. წ. 343]]-დან, [[ძვ. წ. 335]] ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი), რომელიც ცნობილია [[პერიპატეტიკოსთა სკოლა|პერიპატეტიკური სკოლის]] სახელით. მისი ნაშრომები მოიცავს მრავალ თემას, მათ შორისაა: ფიზიკა, მეტაფიზიკა, პოეზია, თეატრი, მუსიკა, ლოგიკა, რიტორიკა, ლინგვისტიკა, პოლიტიკა, მმართველობა, ეთიკა, ბიოლოგია და ზოოლოგია.{{ფაქტი}} პლატონთან და სოკრატესთან (პლატონის მასწავლებელთან) ერთად წარმოადგენს თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამფუძნებელს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ვებეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომთა სრული კრებული ბერძნულად გამოსცა [[ალდუს მანუციუსი|ალდუს მანუციუსმა]] ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით. ფორმალური [[ლოგიკა|ლოგიკის]] შემქმნელი.
 
== ცხოვრება გურამტოტელესი==
[[ფაილი:Sanzio 01 Plato Aristotle.jpg|მინი|პლატონი და არისტოტელე, [[რაფაელ სანტი|რაფაელი]]]]
არისტოტელე, რომლის სახელიც ნიშნავს "საუკეთესო მიზანს", დაიბადა სტაგირაში, ქალკედონიაში [[ძვ. წ. 384]] წელს. მისი სამშობლო ქალაქი მდებარეობს თანამედროვე [[თესალონიკი]]დან დაახლოებით 55 კმ-ით (34 მილით) აღმოსავლეთით. მამა - ნიკომაქოსი მაკედონიის მეფის, [[ამინტასი]]ს პირადი ექიმი იყო. არისტოტელე აღზარდეს, როგორც [[არისტოკრატი]]. დაახლოებით თვრამეტი წლის ასაკში იგი გაემგზავრა [[ათენი|ათენში]] [[პლატონი]]ს აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად. არისტოტელე თითქმის ოცი წლის განმავლობაში დარჩა აკადემიაში, მანამ სანამ [[ძვ. წ. 348]]-[[ძვ. წ. 347|47]] წელს არ დატოვა საბოლოოდ ათენი. ძირითადი ახსნა წარმოადგენს იმას, რომ იგი გულნატკენი დარჩა იმ ფაქტით, რომ აკადემიის მმართველობა პლატონის სიკვდილის შემდეგ გადავიდა მის ძმისწულზე, [[სპევსიპე]]ზე, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ცოტა უფრო ადრე, ჯერ კიდევ პლატონის სიკვილამდე, ანტიმაკედონურ მოძრაობასაც გაეცალა. შემდეგ მან იმოგზაურა თავის მეგობარ [[ქსენოკრატე]]სთან ერთად მეგობრის, [[ჰერმიასი]]ს კარამდე [[ატარნეუსი|ატარნეუსში]], [[მცირე აზია]]ში. ამავე მოგზაურობის განმავლობაში არისტოტელემ მოინახულა კუნძული [[ლესბოსი]] [[თეოფრასტე]]სთან ერთად, სადაც მათ ერთად გამოიკვლიეს კუნძულის [[ბოტანიკა]] და [[ზოოლოგია]]. არისტოტელემ ცოლად მოიყვანა ჰერმიასის ნაშვილები ქალიშვილი (ან ახლო ნათესავი) პითია. მან არისტოტელეს გაუჩინა გოგონა, რომელსაც ასევე პითია დაარქვეს. ჰერმიასის სიკვდილის შემდეგ, [[ძვ. წ. 343]] წელს, არისტოტელე მაკედონიის მეფე [[ფილიპე II (მაკედონია)|ფილიპე მეორემ]] თავისი შვილის, [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრეს]] აღმზრდელად მიიწვია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არისტოტელე“-დან