ჭადრაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მომხმარებლის 188.129.152.186 ცვლილებების გაუქმება (№2920280) Test.
(მომხმარებლის 188.129.152.186 ცვლილებების გაუქმება (№2920280) Test.)
[[ფაილი:JaquesCookStaunton.jpg|მინი|მარცხნივ|250px|ჭადრაკის ყველა ფიგურა: ''(მარცხნიდან მარჯვნივ)'' [[პაიკი]], [[ეტლი (ჭადრაკი)|ეტლი]], [[მხედარი (ჭადრაკი)|მხედარი]], [[კუ (ჭადრაკი)|კუ]], [[ლაზიერი]], [[მეფე (ჭადრაკი)|მეფე]]]]
 
'''== ფიგურების სვლები =='''
ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის დაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სვლების გადაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება.