მონღოლთა ბატონობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 212.72.150.25 ცვლილებების გაუქმება (№2639124)
ხაზი 2:
'''მონღოლთა ბატონობა საქართველოში''' — [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XIV საუკუნე]]ებში მონღოლთა მიერ [[საქართველო]]ს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, გულისხმობს მმართველობის ორგანიზაციას, სამხედრო ბეგარას, საგადასახადო სისტემას, ხარკს და დამპყრობთა სახელით ფულის მოჭრას.
 
==მონღოლების პირველი ლაშქრობები== არის
მონღოლები პირველად [[1220]] წელს გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. [[1220]]-[[1221]] წლებში სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. [[1235]] წელს მონღოლები კვლავ მოვიდნენ [[საქართველო]]ში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, შემდეგ კი, 1243 წელს მტერს დანებდნენ. მეფე [[რუსუდანი|რუსუდანმა]] დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში, მონღოლებმა საქართველო დაყვეს დუმნებად, რომელთა სათავეში დააყენეს ქართველი ერისმთავრები. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში. ხარკის სიმძიმითა და მონღოლთა ლაშქრობებით გაბეზრებულმა ქართველ მთავრებმა აჯანყების მოწყობა გადაწყვირეს და [[კოხტასთავის შეთქმულება|კოხტასთავს]] შეიკრიბნენ სათათბიროდ, მონღოლებმა შეიტყვეს შეთქმულების ამბავი და დააპატიმრეს შეთქმულნი. აჯანყება ჩაიშალა.