ნიკორწმინდის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
ნიკორწმინდის ეპარქია იმერეთის რეფორმატორი მეფის [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III]] ([[1510]]-[[1565]]) მეოხებით ჩამოყალიბდა. ბაგრატი სამეფოს გაერთიანებისათვის თავგასულ მთავრებთან ბრძოლაში მოკავშირედ [[ეკლესია]]ს მიიჩნევდა და მუდამ მის მორალურ-მატერიალურ აღორძინებას ცდილობდა. მან საკუთრივ [[იმერეთი]]ს ტერიტორიაზე შექმნა და აღადგინა რამდენიმე საეპისკოპოსო. ამისათვის მეფემ ძველი [[ქუთაისის საეპისკოპოსო]] რამდენიმე სამწყსოდ დაჰყო და მის ბაზაზე დააარსა [[გელათის საეპისკოპოსო|გელათის]] და შემდეგ [[ნიკორწმინდის ეპარქია|ნიკორწმინდის]] საეპისკოპოსოები. ბაგრატს მანამდე არსებული, უკვე დაკნინებული, [[ნიკორწმინდა (ძეგლი)|ნიკორწმინდის მონასტერი]] განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია და პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია.
 
ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (დას. საქართველოში [[1821]] წლამდე) არსებობდა. [[1810]] წელს კი [[იმერეთის სამეფო]]ს გაუქმების შემდეგ შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი [[1819]]-[[1821]] წლების ცნობილი [[იმერეთის აჯანყება (1819-1820)|იმერეთის აჯანყებისთვის]] ოთხამდე შემცირდა - ქუთაისის, გელათის, [[ხონი]]ს და ნიკორწმინდის - აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ 1821 წელს რუსეთის [[სინოდი]]ს 19 ნოემბრის ბრძანებით იმერეთი ერთ ეპარქიად გაერთიანდა. იმერეთში არსებული ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - [[იმერეთის ეპარქია]], კათედრის ცენტრით ქუთაისში. ეპარქიის მმართველობა, [[იმპერატორი]]ს ნება-სურვილით, სოფრომს (წულუკიძეს), მანამდე ნიკორწმინდის ეპისკოპოსს მიანდვეს. სოფრომს რუსეთის სინოდმა [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდება მიანიჭა.
 
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, [[1917]] წელს აღდგა ნიკორწმინდის ეპარქიაც. გასაგები მიზეზების გამო XX ს. 20-70 წწ. ეპარქია ფაქტობრივად მღვდელმთავრის გარეშე იყო, კათედრა შეთავსებული ჰქონდა ხან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ხან მეზობელ ეპარქიათა მღვდელმთავრებს.
 
[[2002]]-[[2015]] წლებში ეპარქიას მეთაურობდა მიტროპოლიტი [[ელისე (მეუფე)|ელისე]]. [[2015]] წლის 25 მაისიდან სამღვდელმთავროს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი არქიმანდრიტი [[ვახტანგი (ლიპარტელიანი)|ვახტანგი]] მწყემსმთავრობს<ref>[http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/331429-nikortsmindis-eparqias-akhali-episkoposi-hyavs.html ნიკორწმინდის ეპარქიას ახალი ეპისკოპოსი ჰყავს]</ref>.
ამჟამად სამღვდელმთავროს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი [[ელისე (მეუფე)|ელისე]] ჯოხაძე მწყემსმთავრობს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==