ფოთის შეთანხმება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎წინა ვითარება: დაემატა ახალი ცნობები
→‎წინა ვითარება: დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 44:
 
გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს შექმნისა და გაძლიერების იდეისადმი სიმპათიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ბერლინში მოქმედმა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმაც, რომლის თვალსაჩინო წევრები იყვნენ მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და ლეო კერესელიძე. წამყვანი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები გერმანიასთან ალიანს განიხილავდნენ როგორც ოსმალეთის იმპერიის ოკუპაციის თავიდან აცილების ერთადერთ გზას. მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მრჩევლის საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. ზ.ავალიშვილის განსაკუთრებული წვლილი გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-თურქეთის 1918 წლის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით, საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: "რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე".
 
თავის მხრივ, გერმანია სავსებით მზად იყო გამოეყენებინა სიტუაცია თავისი პოზიციების გასამყარებლად მსოფლიო ომის ფონზე და გერმანულ-თურქული მეტოქეობაში კავკასიასა და მის რესურსებზე, კერძოდ კი ნავთობის ბაქოს კასპიის საბადოებზე და რკინიგზაზე და ნავთობსადენებზე რომლებიც საბადოებს აკავშირებდა შავ ზღვასთან - ბათუმთან (ბაქო-ბათუმის მილსადენი).
 
ასეთ ვითარებაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს. ორ დღის შემდგომ ფოთში მოხდა გერმანისა და საქართველოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის ძალითაც გერმანიამ ფაქტიურად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო იურიდიულად გერმანიამ ჯერ ოსმალეთს აცნობინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 3 ივნისს, ხოლო ერთ კვირაში 10 ივნისს უკვე თავად ცნო.
 
== ხელშეკრულება ==