ფოთის შეთანხმება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎წინა ვითარება: დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 38:
 
საქართველოს ტერიტორიების ოსმალთა ოკუპაციისაგან გადასარჩენად, ისტორიის ამ ურთულეს მომენტში ქართველებმა მიმართეს გერმანელებს. 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხში გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანიის დელეგაციის ლიდერმა და თბილისში გერმანიის ყოფილი კონსულის ფრიდრიხ ფონ შულენბურგის მიერ განხორციელებულმა ზეწოლამ, რომელიც, საქართველოს გადასარჩენად, ქართველო პოლიტიკოსებისაგან მოითხოვდა დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას, რათა მას საშუალება ჰქონოდა თურქეთთან კონკრეტულ სახელმწიფო სუბიექტზე ესაუბრა და არა ამორფულ ამიერკავკასიის ფედერაციაზე და საქართველოსათვის სასიკეთო გადაწყვეტილებებისათვის მიეღწია. შულენბურგი არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჯერ თბილისში, ეროვნული წაბჭოს ხელმძღვანელობასთან, შემდეგ კი - ბათუმში ჩასულ ნოე ჟორდანიასთან.
 
ისტორიკოსების ნაწილი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბერლინის მხარდაჭერა მხოლოდ მისი იმპერიული ამბიციებით იყო ნაკარნახევი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ბრესტლიტოვსკის ზავზე ხელმოწერის ანუ გერმანიასთან რუსეთის დამარცხების შემდეგ. ამასთან საქართველოს გამო გერმანია ღია კონფრონტაციაში შევიდა საქართველოზე ზომითა და მნიშვნელობით ბევრად დიდ, თავის მოკავშირე თურქეთთან და მას ბრესტლიტოვსკის პირობებიდან უკან დახევა ანუ ბათუმის ოლქის დათმობა აიძულა. 1918 წლის ზაფხულში დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ რამდენიმე შეტაკებაც კი მოხდა გერმანულ და თურქულ ნაწილებს შორის აჭარაში. გერმანიის ჩარევის წყალობით საქართველო გადაურჩა თურქულ ოკუპაციას.
 
საინტერესოა, რომ შეტაკებებში გერმანულ ფორმაში ჩაცმული საქართველოში მცხოვრები გერმანელები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაგან რაზმები ფრიდრიხ ფონ შულენბურგმა, კავკასიაში გერმანული კორპუსის სარდალმა გენერალმა კრეს ფონ კრესენშტაინმა და გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კაპიტანმა ეგან კრიეგერმა ჩამოაყალიბეს. ამ რაზმის შექმნა საკმაოდ თავზეხელაღებული ნაბიჯი იყო და ეს მოხდა გერმანიის ჯარების ძირითადი ნაწილების შემოსვლამდე. ბათუმის გათავისუფლებისას გერმანულმა ნაწილებმა მოკლულების სახით დანაკარგიც განიცადეს. „ჩვენი მეგობრობა ქართველებთან გერმანული სისხლით განმტკიცდა” იგონებს გენ. კრესენშტაინი.
 
გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს შექმნისა და გაძლიერების იდეისადმი სიმპათიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ბერლინში მოქმედმა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმაც, რომლის თვალსაჩინო წევრები იყვნენ მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და ლეო კერესელიძე. წამყვანი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები გერმანიასთან ალიანს განიხილავდნენ როგორც ოსმალეთის იმპერიის ოკუპაციის თავიდან აცილების ერთადერთ გზას. მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მრჩევლის საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. ზ.ავალიშვილის განსაკუთრებული წვლილი გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-თურქეთის 1918 წლის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით, საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: "რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე".
 
== ხელშეკრულება ==