გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 63:
ციხის შიგნით შუა მოედანზე შედარებით გვიანდელი ნაგებობის დიდი ჯამეა, ხოლო მიწაში გვირაბებია დარჩენილი.
 
ფ. უსპენსკისა და ლ. ვილკენსკის ჩვენებით, ციხეს ჰქონია ოთხი ალაყაფის კარი, მაგრამ საქმის ადგილზე შესწავლით ეს ცნობა არ დასტურდება. სინამდვილეში ციხეს ჰქონდა ორი შესასვლელი კარი, რასაც ადასტურებს ნ. შავროვის ცნობაც. შესასვლელი კარები ციხეს ჰქონია სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთის შესასვლელი მთავარი ყოფილა. იგი მოთავსებულია მიშენებულ კოშკებს შორის და ამის გამო ღრმად არის შეჭრილი შიგნით. ეს შესასვლელი სწორკუთხედის ფორმისაა. მის თავზე გარედან ამოღებულია დიდი თლილი ქვა, რომელზეც, ადგილობრივ მოხუცთა გადმოცემით, ყოფილა წარწერა. ერთმა მოხუცმა ლაზმა გვითხრა: დედაჩემს ეს წარწერა საკუთარი თ[ალითთვალით უნახავსო. მაჭავარიანის ცნობით, წარწერიანი ქვა 1878 წელს გაუტაცნიათ. მაჭავარიანის მიერვე შეკრებილი თქმულების მიხედვით, გამტაცებელი ვითომც ბათუმის მცხოვრები ყოფილა, რომელსაც უსარგებლია ომით გამოწვეული არევ-დარევით და წარწერიანი ქვა წაუღია.
 
ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში ციხის მთავარ შესასვლელში მთლიანად დაცული ყოფილა ძვირფასად მოჩუქურთმებული კარები. ამ კარების შესახებ 1915 წელს შემდეგს წერდა პროფესორი კრასნოვი: „ჯერ კიდევ ახლახან დაცული იყო იშვიათი ნაკეთობის კარები, მაგრამ ეს კარები უცხოელებმა არქეოლოგებმა წაიღეს და თანამედროვე დამთვალიერებლებს დაუტოვეს მხოლოდ ნაკლებად საინტერესო ნანგრევებიო“.
 
==ეტიმოლოგია==
საისტორიო წყაროებით დასტურდება რომ სახელწოდება გონიო შედარებით გვიანდელი წარმოშობისაა. ირკვევა, რომ გონიოს უძველესი დროიდან აფსარი რქმევია. ამასთან ბერძნულ, ლათინურ და ქართულ წყაროებში ეს სახელი სხვადასხვა ფორმით იხმარება: აბსარი, აფსაროსი, აფსარუ, აფსარუნტი, აფსარეა, აფსარონი და სხვა.
 
==ისტორია==
ძველად ციხეს გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოდიოდა. ხალხურ თქმულებებში თავისებურად აღბეჭდილია ეს ფაქტი. თქმულებების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუვლიდა და ციხის მახლობლადიქვე ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ტოტი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე შექმნილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახხელითაა ცნობილი.
 
ამ რეგიონში აღმოცენდა [[კოლხური კულტურა|კოლხური]] ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: [[დაიაენი]] და [[კულხა]] (ძვ.წ. XIII-VIII სს.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გონიოს_ციხე“-დან