სერბთა რესპუბლიკის არმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა სამხედრო ძალები | ქვეყანა = სერბთა რესპუბლიკ...
 
- "Stjepan_Kljuić,_Radovan_Karadžić,_and_Alija_Izetbegović_in_Sarajevo_1992.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ JuTa-ს მიერ. მიზეზი: [[:c:COM:OT
ხაზი 39:
==იუგოსლავიის დაშლა==
იუგოსლავიაში მრავალპარტიული სისტემის დაშვების შემდეგ გააქტიურდნენ ნაციონალისტური ძალები. [[სლოვენია|სლოვენიისა]] და [[ხორვატია|ხორვატიის]] [[იუგოსლავიის დაშლა|კვალდაკვალ]] [[იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა|იუგოსლავიისგან]] გამოყოფის მსურველები გააქტიურდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკაშიც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო. [[1991]] წლის [[31 მარტი]]ს აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური) სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5 ფარდობითი და 29 აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6 ფარდობითი და 14 აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე [[სლავები|იუგოსლავები]] (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები).<ref>[http://pod2.stat.gov.rs/ObjavljenePublikacije/G1991/pdf/G19914013.pdf Становништво према националној припадности и површина насеља]</ref><br />
 
[[File:Stjepan Kljuić, Radovan Karadžić, and Alija Izetbegović in Sarajevo 1992.jpg|left|thumb|225px|[[სტეპან კლუიჩი]], [[რადოვან კარაჯიჩი]] და [[ალია იზეთბეგოვიჩი]]]]
ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა, რომელიც ძირითადად თავიანთი ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავდნენ – [[დემოკრატიული მოქმედების პარტია]] ({{lang-bs|Stranka demokratske akcije; SDA}}), რომელსაც ბოსნიელი [[ალია იზეთბეგოვიჩი]] ედგა სათავეში, [[სერბთა დემოკრატიული პარტია]] ({{lang-sr|Српска демократска Странка; СДС}}) რომლის ლიდერი იყო [[რადოვან კარაჯიჩი]] და [[ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება]] ({{lang-hr|Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH}}), [[სტეპან კლუიჩი]]თ სათავეში. სამივე ლიდერი წარსულში ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი [[სერბეთი]] იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, ბოსნიის ხორვატთა ამ სურვილს ასევე მხარს უჭერდა ხორვატიის ახალარჩეული პრეზიდენტი [[ფრანიო ტუჯმანი]]ც.<br />
ნაციონალისტების გააქტიურების პარალელურად [[სერბები]] იწყებენ ზრუნვას იმისთვის, რომ უმცირესობაში არ დარჩნენ. ისინი აცხადებენ რამდენიმე ავტონომიურ რეგიონს ხორვატიისა და ბოსნიის ტერიტორიაზე, რომელთა საბოლოო მიზანი სერბეთთან გაერთიანება და დიდი სერბეთის შექმნა იყო. [[იუგოსლავიის სახალხო არმია|ფედერალური არმიისგან]] მიღებული ტექნიკის, იარაღისა და საჭურვლის დახმარებით კი სერბული ანკლავები სერიოზული სამხედრო ძალის მფლობელები ხდებიან.<ref name="lukic">{{cite book| last1 = Lukic| first1 = Reneo| last2 = Lynch| first2 = Allen| title = Europe from the Balkans to the Urals: The Disintegration of Yugoslavia and the Soviet Union| publisher = Oxford University Press| location = Oxford| year = 1996| isbn = 978-0-19-829200-5| url = http://books.google.com/books?id=WPhhLfp8huIC&printsec=frontcover| ref = harv}}</ref> [[1991]] წლის მარტში ბოსნიელ სერბთა პოლიტიკურ ორგანიზაციას, [[სერბთა დემოკრატიული პარტია|სერბთა დემოკრატიულ პარტიას]] ფედერალურმა არმიამ გადასცა 23 ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო სერბულ გასამხედროებულ დაჯგუფებებს 51 ათასი.<ref name="ramet">{{cite book| last = Ramet| first = Sabrina P.| title = The Three Yugoslavias: State-Building and Legitimation, 1918–2005| publisher = Indiana University Press| location = Bloomington| year = 2006| isbn = 978-0-253-34656-8| url = http://books.google.com/books?id=FTw3lEqi2-oC&printsec=frontcover| ref = harv}}</ref><br />