თოხთამიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
No edit summary
ხაზი 35:
თოხთამიში იყო [[მანგიშლაყი]]ს მმართველის, ოღლან [[ტუი-ხოჯა]]ს შვილი. მას შემდეგ, რაც ტუი-ხოჯა სიკვდილით დასაჯეს [[ურუს-ხანი]]ს ბრძანებით, ახალგაზრდა თოხთამიში [[1376]] წელს გაიქცა [[სამარყანდი|სამარყანდში]], [[მავერანაჰრი]]ს მმართველ [[თემურლენგი|თემურლენგთან]]. [[1377]] წელს ახალგაზრდა ხანი [[თემურლენგი]]ს მხარდაჭერით შეუდგა [[ოქროს ურდო]]ს დაპყრობას, მაგრამ პირველივე ბრძოლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოკლეს უფლისწული ყუთლუღ-ბუღა, თოხთამიში დამარცხდა და გაიქცა თემურლენგთან. მალევე თოხთამიში უფრო ძლიერი არმიით შეიჭრა ოქროს ურდოში, ამჯერადაც დამარცხდა [[ურუს-ხანი]]ს მეორე შვილთან, [[თოქთაქია]]სთან. თოხთამიშმა კვლავ თემურლენგს შეაფარა თავი. ურუს-ხანმა თემურლენგს ომის მუქარის ქვეშ მოსთხოვა თოხთამიშის გადაცემა, რაზედაც უარი მიიღო და თავად დაიწყო მზადება ოქროს ურდოს წინააღმდეგ ლაშქრობისათვის. თემურლენგი შეიჭრა ოქროს ურდოში, თუმცა მკაცრი ზამთრის გამო ურდოს დაპყრობა თემურლენგმა გაზაფხულამდე გადადო. მომდევნო წელს გადამწყვეტი ბრძოლები არ მომხდარა, რადგან ურუს-ხანი მოულოდნელად გარდაიცვალა.
 
[[1378]] წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც დაეცა ურდოს აღმოსავლეთი, თოხთამიში შეიჭრა დასავლეთ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებდა ბეგლარბეგი მამაი. [[1380]] წელს თოხთამიშმა დაიპყრო თითქმის მეთელი ოქროს ურდო [[აზოვის ზღვა]]მდე, მათ შორის დედაქალქიდედაქალაქი – [[სარაი-ბერქე]].
 
[[კულიკოვოს ბრძოლა|კულიკოვოს ბრძოლის]] შემდეგ, [[თემურლენგი]]ს დახმარებით თოხთამიშმა დაიკავა ერთიანი ოქროს ურდოს ტახტი, მოკლა ბეგლარბეგი მამაი და რუს თავადებს გაუგზავნა ელჩები, რათა შეეტყობინებინა თავისი გამეფება. თავადებმა პატივით მიიღეს ელჩები და საჩუქრები გაუგზავნეს ახალ ხანს. თუმცა მოსკოვის დიდმა თავადმა დიმიტრი დონელმა არ ჩათვალა საჭიროდ ხლებოდა ახალ ხანს, რათა მიეღო დასტური მისი ხელიდან დიდი სათავადოს სამართავად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თოხთამიში“-დან