დიპტიქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==ისტორია==
ყოველი ადგილობრივი, ანუ ავტოკეფალური ეკლესია და მათი პატრიარქები თანასწორნი არიან და არ არსებობს იერარქიული დამოკიდებულება ერთმანეთზე, მაგრამ არსებობს საპატრიარქო კათედრების რანგირება პატივის მიხედვით. აღნიშნული გამართლებულია პრაქტიკული მოსაზრებითაც, კერძოდ დიპტიხი წირვა-ლოცვის დროს გამოიყენება რათა განისაზღვროს მღვდელთმთავართა თანმიმდევრობა და ასევე მათი მოიხსენიებისმოხსენიების ადგილი წარმოთქმულ კვრექსებსა, თუ მოსახსენებლებში.
 
თავდაპირველად ქართული ეკლესიას დიპტიხში ეკავა მეექვსე ადგილი [[რომის პაპი]]ს, [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინოპოლის]], [[ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია|ალექსანდრიის]], [[ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია|ანტიოქიის]] და [[იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია|იერუსალიმის]] პატრიარქების შემდეგ. XI საუკუნეში მომხდარი დიდი სქიზმის გამო მართლმადიდებლური დიპტიხიდან ამოვარდა [[რომის პაპი]], ხოლო [[1589]] წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო ავტოკეფალურად [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუსეთის ეკლესია]] და ოფიციალურად მიანიჭა საპატრიარქო რანგი ხოლო დიპტიხში მეხუთე ადგილი, [[1920]] წელს კონსტანტინოპოლმა სცნო [[სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია|სერბეთის საპატრიარქო]]ს მეექვსე ადგილი, [[1925]] წელს [[რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუმინეთის საპატრიარქო]]ს მეშვიდე, ხოლო [[1953]] წელს [[ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია|ბულგარეთის საპატრიარქო]]ს მერვე ადგილი. საქართველოს [[1917]] წელს აღდგენილი ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება კი – მხოლოდ [[1990]] წელს, კათოლიკოს-პატრიარქ [[ილია II]]-ის დიდი ღვაწლის შედეგად. შესაბამისად ქართულმა ეკლესიამ ცხოვრების უკუღმართობის გამო დიპტიხში მეექვსე ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიპტიქი“-დან