დიპტიქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
ყოველი ადგილობრივი, ანუ ავტოკეფალური ეკლესია და მათი პატრიარქები თანასწორნი არიან და არ არსებობს იერარქიული დამოკიდებულება ერთმანეთზე, მაგრამ არსებობს საპატრიარქო კათედრების რანგირება პატივის მიხედვით. აღნიშნული გამართლებულია პრაქტიკული მოსაზრებითაც, კერძოდ დიპტიხი წირვა-ლოცვის დროს გამოიყენება რათა განისაზღვროს მღვდელთმთავართა თანმიმდევრობა და ასევე მათი მოიხსენიების ადგილი წარმოთქმულ კვრექსებსა, თუ მოსახსენებლებში.
 
თავდაპირველად ქართული ეკლესიას დიპტიხში ეკავა მეექვსე ადგილი რომის პაპის, [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინოპოლის]], ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქების შემდეგ. XI საუკუნეში მომხდარი დიდი სქიზმის გამო მართლმადიდებლური დიპტიხიდან ამოვარდა [[რომის პაპი]], ხოლო [[1589]] წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო ავტოკეფალურად [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუსეთის ეკლესია]] და ოფიციალურად მიანიჭა საპატრიარქო რანგი ხოლო დიპტიხში მეხუთე ადგილი, [[1920]] წელს კონსტანტინოპოლმა სცნო [[სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია|სერბეთის საპატრიარქო]]ს მეექვსე ადგილი, [[1925]] წელს [[რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუმინეთის საპატრიარქო]]ს მეშვიდე, ხოლო [[1953]] წელს [[ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია|ბულგარეთის საპატრიარქო]]ს მერვე ადგილი. საქართველოს [[1917]] წელს აღდგენილი ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება კი – მხოლოდ [[1990]] წელს, კათოლიკოს-პატრიარქ [[ილია II]]-ის დიდი ღვაწლის შედეგად. შესაბამისად ქართულმა ეკლესიამ ცხოვრების უკუღმართობის გამო დიპტიხში მეექვსე ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.
 
2016 წელს დაგეგმილ დიდ და წმინდა, საყოველთაო მართლმადიდებლურ კრებაზე ეს საკითხი ჩვენი წმინდა, უძველესი ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყდეს და მსოფლიო საპატრიარქომ სცნოს ჩვენი ეკლესიის კუთვნილი მეექვსე ადგილი დიპტიხში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიპტიქი“-დან