გოგუცა კუპრაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
[[1924]] წელს დაამთავრა ჰუმანიტარული სკოლა ქუთაისში და სწავლა განაგრძო თბილისის კონსერვატორიაში ე.წ. დრამატულ ფაკულტეტზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ [[კოტე მარჯანიშვილი]] და [[აკაკი ფაღავა]]. ჯერ კიდევ სწავლისას, [[1926]] წელს, კ. მარჯანიშვილმა იგი რუსთაველის თეატრში მიიწვია. შემდეგ გადავიდა მუშათა თეატრში, ხოლო [[1928]] წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრშია, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობი იყო.
 
ოცდაათი წელი იღვაწა გოგუცა კუპრაშვილმა ამ სცენაზე და თავისი ნიჭითა და მონდომებით აღზარდა მაყურებლის რამოდენიმერამდენიმე თაობა. მან შექმნა ბიჭუნების (ე.წ. ტრავერსი) დაუვიწყარი სახეები მოზარდის სცენაზე: თავისუფლების მოტრფიალე ინგლისელი ჯონი („რობინ გუდი“), დოყლაპია ვახუშტი („ნაცარქექია“), დაბეჩავებული გიქორი („გიქორი“), ხულიგანი ნუკა („აურიე რგოლი“), მხიარული რუსი ბიჭი გრიშუტკა („კიკვიძე“) და სხვა.
 
არანაკლებ მომხიბლავი იყო მსახიობი გოგონებისა და ქალების როლებში: ზანგი ბეკი („ალმასის საბადოები“), წუნია გასათხოვარი („კომბლე“), ცელქი კატო („ქაჯანა“), მოხუცი ძიძა („რომეო და ჯულიეტა“) და სხვა.