ქართლური დიალექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ქართლური კილო''' [[ქართული ენა|ქართული ენის]] საყრდენი კილოა. სწორედ იგი დაედო საფუძვლად ქართულ სალიტერატურო ენას ([[კახური კილო|კახურთან]] ერთად). ისტორიულად ცნობილია, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება ქართლის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც [[საქართველო|საქართველოს]] ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV-III საუკუნეებში ჩვენს ერამდეწელთაღრიცხვამდე ისტორიულ [[ქართლი|ქართლში]] ჩამოყალიბდა სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ჯერ [[მცხეთა]] და შემდეგ [[თბილისი]]. აქ განვითარდა ქართული მწერლობა და აქვეა დაცული ადრინდელი ქართული წარწერებიც [[ბოლნისის სიონი|ბოლნისის სიონსა]] და [[ჯვრის მონასტერი|მცხეთის ჯვრის]] საყდარზე (V-VI-VII სს.) ქართლურის ზეგავლენა არ წყდებოდა მაშინაც კი, როცა თბილისი მტრის ხელში იყო და იგი სახელმწიფოსა და კულტურის ცენტრს არ წარმოადგენდა. პოლიტიკურსა და კულტურულ ცენტრებს არა ერთხელ გადაუნაცვლებია, მაგრამ ქართლის მიწა-წყლის ფარგლებს ეს საყრდენი არ გასცილებია.
 
ქართული ენის კილოთა შორის ქართლური ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული დიალექტია. მას უჭირავს საქართველოს ცენტრალური ადგილი და ვრცელდება [[კახეთი|კახეთიდან]] [[იმერეთის მხარე|იმერეთამდე]], ე.ი. [[არაგვი|არაგვისა]] და [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობიდან [[ლიხის მთა|ლიხის მთამდე]]. მიუხედავად ქართლურის დიდ მანძილზე გავრცელებისა, იგი შედარებით მთლიანია და არ იყოფა თვალსაჩინოდ განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. დღეისათვის ქართლურის გავრცელების არეა: ჩრდილოეთით ანანურ-დუშეთით დაწყებული და სამხრეთით თრიალეთის მთით გათავებული; აღმოსავლეთით კახეთიდან დაწყებული დასავლეთით იმერეთამდე. ქართლური მეტყველება მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ რაიონებს: [[დუშეთი|დუშეთის]], მცხეთის, ნაწილობრივ [[სამგორი|სამგორის]], [[მარნეული|მარნეულის]], [[თეთრი წყარო|თეთრი წყაროს]], [[ბოლნისი|ბოლნისის]], [[დმანისი|დმანისის]], [[წალკა|წალკის]], [[კასპი|კასპის]], [[გორი|გორის]], [[ზნაური|ზნაურის]], [[ქარელი|ქარელის]], [[ხაშური|ხაშურისა]] და [[ბორჯომი|ბორჯომის]] რაიონებს.