2001: კოსმოსური ოდისეა (რომანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
 
გონს მოსული ბოუმენი სინათლის სიჩქარეზე ბევრად სწრაფად ბრუნდება დედამიწაზე, სადაც მის ორბიტაზე მძრავ ატომურ ბომბს აფეთქებს. იგი ხვდება რომ რომელიღაც ზეძალამ დედამიწის მბრძანებლად, მის დამცველად და მოვლელად აქცია, რაც დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს. ნაწარმოები იგივე სიტყვებით მთავრდება, რაც პირველი ნაწილი ,,პირველყოფილ წყვდიადში." სადაც პითეკანთროპების ბელადის მსგავსად, უსაზღვრო ძალაუფლება რომ მიენიჭა; ბოუმენმაც, დედამიწა რომ მიანდეს, არ იცის როგორ უნდა გაუმკლავდეს ამხელა ძალას და პასუხისმგებლობას; მაგრამ ,,რამეს აუცილებლად მოიფიქრებს."
 
== ფაბულა ==
 
'''ტექნოლოგიები''' ნაწარმოებში წარმოდგენილი ტექნოლოგიური ფონი ასახავს პრობლემებს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ადამიანს და ხელოვნურ ინტელექტს შორის, როდესაც ხელოვნური ინტელექტის გაუწონასწორებელი მოქმედების მიზეზად ისევ და ისევ ადამიანისთვის დამახასიათებელი დილემები შეიძლება იქცეს, რომელსაც ადამიანი ინტუიტიურად ან შემოქმედებითად უძებნის გადაწყვეტას; ე. ი. ისეთი გზებით, რომელიც ხისტი ლოგიკით მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტისთვის უცხოა. ასეთი დაპირისპირება კი ადამიანისთვის შეიძება ფატალურადაც დამთავრდეს.
 
'''ცივი ომი''' ნაწარმოებში იგრძნობა ცივი ომის, ზესახელმწიფოების დაპირისპირების თემა. ორბიტაზე მოძრავი ატმოური ბომბი, რომელსაც ნაწარმოების ბოლოს დეივიდ ბოუმენი აფეთქებს მისი ახლად შეძენილი შესაძლებლობების შემოწმევის მიზნით, ამის ნათელი დადასტურებაა. უნდა აღინიშნოს, რომკლარკს და კუბრიკს შორის გარკვეული სხვადასხვაობა არსებობდა ამ ბომბის სცენის კონსტრუქციაზე.
 
'''ევოლუცია'''ნაწარმოებს ფონად გასდევს ევოლუციის ბიოლოგია, როდესაც ადამიანი, როგორც სახეობა ვითარდება პირველყოფილი, პრიმიტიული პითეკანთროპიდან, ტანდათანობით ხვეწს მის უნარ-ჩვევებს. მაგრამ მოულოდნელად მკიტხველი აღმოაჩენს, რომ კაცობრიობა მოცემული, დღევანდელი სახით სულაც არ არის ევოლუციის საბოლოო სედეგია. ეს განვითარების მხოლოდ ერთ-ერთი ფაზაა. მაღალგანვითარებული უცხო ცივილიზაციის და დეივიდ ბოუმენის სახიტ ჩვენ ვხედავთ რომ ევოლუციის შემდეგ საფეხურს შეიძლება წარმოადგენდეს გონების გადატანა არაორგანულ სხეულში (კიბორგის ფენომენი), ხოლო მოგვიანებით, ნივთიერი სხეულისგან საერთოდ განტავისუფლება და თავისებური, ენერგეტიკული სახით არსებობა.
 
'''ტექნოლოგიები'''