ყვავილოვანი მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა ახალი ცნობები
(დაემატა ახალი ცნობები)
| ipni =
}}
'''ყვავილოვანი მცენარეები''' ({{lang-la|Magnoliophyta}}) — [[უმაღლესი მცენარეები]]ს განყოფილება. მოიცავს 400 [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახს]], 12 ათასზე მეტ [[გვარი (ბიოლოგია)|გვარს]] და თითქმის 240 ათ.ათას სახეობას[[სახეობა]]ს. ყვავილოვნები ერთ-ერთია [[თესლოვანი მცენარეები|თესლოვან მცენარეების]] ორი ჯგუფიდან და მათ '''ფარულთესლოვნები''' ({{lang-la|Angiospermae}}) ეწოდებათ. ისინი განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე დგანან [[მცენარეები|მცენარეთა სამყაროში]], მათ განაყოფიერების სისტემა უფრო დახვეწილი აქვთ, ვიდრე დანარჩენ თესლოვან მცენარეებს — [[შიშველთესლოვნები|შიშველთესლოვნებს]].
 
ფარულთესლოვნები მრავალგვაროვნობით და რაოდენობრივად [[მცენარე]]თა ყველა დანარჩენ ჯგუფს აღემატებიან. ყვავილოვანი მცენარეების წარმომადგენლები ზომითაც უდიდესია მთელ ორგანულ სამყაროში. მაგ., ზოგიერთის ([[ევკალიპტი]]) სიმაღლე 100 [[]] აღწევს, ზოგი [[ლიანები|ლიანის]] სიგრძე 200 მ-ზე მეტია. ყვავილოვანი მცენარეები ყველა კლიმატური ზონასა და მრავალნაირ ეკოლოგიურ პირობებში იზრდება — ტროპიკულ [[ტყეტროპიკული ტყეები|ტროპიკულ ტყეებიდან]]ებიდან [[ტუნდრა]]მდე, [[ჭაობი|ჭაობებიდან]] — [[უდაბნო]]ებამდე და ზღვის სანაპიროებიდან — უმაღლეს მთებამდე. ისინი შეადგენენ [[ბიოსფერო]]ს მცენარეული სამყაროს ძირითად მასას და უზრუნველყოფენ ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის [[ადამიანი]]ს არსებობას.<ref name="qse" />
 
ყვავილოვანი მცენარეები თავისი აგებულებითა და ფუნქციებით ურთულესია მცენარეთა ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით. მათ ახასიათებთ მაღალსპეციალიზებული გამტარი სისტემა თავისი ჭურჭლებით და თანამგზავრი უჯრედების მქონე საცრიანი მილებით, სასიცოცხლო პროცესების, ზრდისა და განვითარების აჩქარება, მზის მაღალ რადიაციასთან შეგუება, სპეციალიზებული ნივთიერებების — [[ალკალოიდები]]ს, [[ეთერზეთები]]ს, [[გლიკოზიდები]]ს და სხვ.სხვათა წარმოქმნა, მაღალი პლასტიკურობა (განსაკუთრებით [[ფოთლები]]ს), მრავალიარუსიანი თანასაზოგადოებების შექმნის უნარი. მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი [[ყვავილი]], რომელიც [[შიშველთესლოვნები|შიშველთესლოვნების]] სტრობილებისაგან იმით განსხვავდება, რომ [[ნაყოფფოთლები]]ს ანუ [[მეგასპოროფილი|მეგასპოროფილების]]ს შეზრდით დახურული ღრუ სათავსი სათავსი–[[ნასკვი]]ა განვითარებული.
 
ნასკვის კედლებზე ვითარდებიან [[თესლკვირტები]]. ნასკვის წარმოქმნამ ურზუნველყო თესლკვირტების დაცვა, პლასტიკური ნივთიერებათა ეკონომია. განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] ვითარდება, სადაც თესლებია მოთავსებული. სწორედ აქედან წარმოდგება ყვავილოვან მცენარეთა მეორე სახელწოდება — ''ფარულთესლოვანები''. ნაყოფის წარმოშობამ ფარულთესლოვანებში განაპირობა თესლის გავრცელების მრავალნაირობა. ნასკვის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული ფარულთესლოვანთა კიდევ ერთი არსებითი განსხვავება: მტვრის მარცვლები თესლკვირტებში ხვდება ნაყოფის სპეციალიზებული ზონით — დინგით.<ref name="qse" />
 
ყვავილოვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული საჩანასახე პარკი და ორმაგი განაყოფიერება, რაც გამოიხატება სპერმიების კვერცხუჯრედთან მეორეულ ბირთვთან ერთდროულად შერწყმაში. სამტვრე მილს აკისრია ახალი ფუნქცია — გამანაყოფიერებელი ელემენტების გადატანა თესლკვირტამდე. განაყოფიერების შედეგად წარმოიქმნება ტრიპლოიდური ენდოსპერმი, რომლის ჰიბრიდული ბუნება და პლოიდურობა პროგრესული ნიშანია ყვავილოვანი მცენარეებისათვის. ყვავილოვან მცენარეებში მკვეთრადაა გამოსახული მდედრობითი (საჩანასახე პარკის) და მამრობითი [[გამეტოფიტი]]ს (მტვრის მარცვალი გენერაციული და ვეგეტატიური უჯრედებითურთ) რედუქცია, მძლავრადაა განვითარებული [[სპოროფიტი]].<ref name="qse">{{ქსე|10|635-636|ღვინიანიძე ზ.|არა}}</ref>
 
ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ორგანული სამყაროს ევოლუციაში: ისინი წარმოიშვნენ დედამიწაზე ცალკეილ პერიოდში. მორფოლოგიის, ანატომიის და ემბრიოლოგიის განვითარების მაღალმა საფეხურმა, ევოლუციურმა პლასტიკურობამ სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში განაპირობა შედარებით მცირე გეოლოგიურ დროში მცენარეთა ახალგაზრდა ჯგუფის ფართო განსახლება და განვითარება. ყვავილოვანი მცენარეების შედარებითი მორფოლოგიურრი, ანატომიური, ემბრიოლოგიური და სისტემატიკური კვლევის მონაცემები ადასტურებს მათ წარმოშობას შიშველთესლოვანთა ერთი ჯგუფიდან, ე. ი. მათ „მონოფილეტურ“ განვითარებას, თუმცა მკვლევართა განსაზღვრული ჯგუფი მათ „პოლიფილეტურობას“ ამტკიცებს. სადისკუსიოა აგრეთვე ყვავილოვანი მცენარეებთა შესაძლო წინაპრების საკითხიც. მიღებულია, რომ უმაღლეს მცენარეთა არც ერთი თანამედროვე ჯგუფი არ შეიძლება ყოფილიყო ყვავილოვანი მცენარეებთა წინაპარი. ამომწყდარი შიშველთესლოვანებიდან ყვავილოვანი მცენარეებთან შედარებით ახლოს დგანან [[ბენეტიტისნაირნი|ბენეტიტები]], რომელთა უმრავლესობას ორსქესიანი სტრობილები ახასიათებს; შესაძლო წინაპრებად შეიძლება ჩაითვალონ თესლოვანი გვიმრებიც; პალეონტოლოგიური მონაცემების ნაკლებობა ართულებს ყვავილოვანი მცენარეებთა წინაპრების დადგენას. ყვავილოვანი მცენარეებთა დამახასიათებელი ნიშნების წარმოშობას მეცნიერთა უმეტესობა [[ნეოტენია|ნეოტენიით]] ხსნის.
 
ყვავილოვანი მცენარეებთა თანამედროვე, შედარებით დაბალი განვითარების ჯგუფების გეოგრაფიული გავრცელების და ფილოგენეზური ურთიერთობის ანალიზის შედეგად 1957 წელს [[არმენ ტახტაჯიანი|არმენ ტახტაჯიანმა]] გამოთქვა მოსაზრება, რომ ყვავილოვანი მცენარეები უნდა წარმოშობილიყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; არსებობს სხვა მოსაზრებებიც. თუმცა ყვავილოვანი მცენარეების პირველადი ტიპი საბოლოოდ დადგენილი არ არის, მეცნიერთა უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ პირველი ყვავილოვანი მცენარეები იყვნენ მერქნიანი, პატარა ხეები, რომელთაც ქსილემაში ჭურჭლები არ ჰქონდათ განვითარებული. ყვავილოვანი მცენარეების კლასიფიკაცია ემყარება შედარებით მორფოლოგიურ, ანატომიურ, ემბრიოლოგიურ, ციტოლოგიურ, გენეტიკურ,ბიო-ქიმიურ და ფიტოგეოგრაფიულ მანოცემებს. ყვავილოვანი მცენარეების დაყოფას [[კლასი (ბიოლოგია)|კლასებად]], ქვეკლასებად, რიგებად, ოჯახებად და სხვად საფუძვლად უდევს ყვავილის, [[ყვავილედი]]ს, [[მტვრის მარცვალი|მტვრის მარცვლის]], თესლკვირტის, მდედრობითი და მამრობითი [[გამეტოფიტი|გამეტოფიტის]], [[თესლი]]ს, [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]]ს, [[ჩანასახი]]ს აგებულება, [[ლებანი|ლებნების]] რაოდენობა და სხვა სისტემატიკოსთა უმეტესობა.
 
==გალერეა==
ფაილი:Magnolia obovata 01.jpg
</gallery>
==ლიტერატურა==
 
{{ქსე|10|234}} სტატია „ფარულთესლოვნები“
{{ქსე|10|635-636|ღვინიაძე ზ.}} სტატია „ყვავილოვანი მცენარეები“
==სქოლიო==
{{სქოლიო}}