სინათლის სიჩქარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
== სინათლის სიჩქარის ისტორია და თეორია ==
ადრე, როდესაც მეცნიერებისთვის [[სინათლე|სინათლის]] მოძრაობა შეუცნობელი იყო, ისინი ფიქრობდნენ, რომ სინათლის სიჩქარეს არ აქვს ზღვარი. თუმცა, დრო და დროდროდადრო ამ ტალღური ბუნების ნაწილაკების მოძრაობის გაზომვები უფრო და უფრო ზუსტი ხდებოდა. [[ალბერტ აინშტაინი]]სა და სხვა მეცნიერების ნაშრომების მიხედვით სინათლეს ჩვენს სამყაროში ზღვრული სიჩქარე აქვს (ანუ ელექტრომაგნიტურ უქრთიერთქმედებას, სინათლეც მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა), რომელიც c ასოთი აღინიშნება. c-ს ვერცერთი მასიური (რომელსაც [[უძრაობის მასა]] აქვს) სხეული ვერ განავითარებს. მტკიცებულებების მიუხედავად მწერალი ფანტასტები და მეცნიერებიც ცდილობენ თავიანთი ნაწარმოებებითა თუ ალტერნატიული თეორიებით გაასწრონ სინათლეს და სამყაროს ნებისმიერ წერტილისკენ მომენტალურად გადადაგილდნენ.
 
პირველად, სინათლის სიჩქარის შესახებ აზრი გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა [[არისტოტელე]]მ, რომელსაც ამის გამო უთანხმოება მოუვიდა სხვა ბერძენ ფილოსოფოსთან - [[ემპედოკლე]]სთან (Empedocles). ემპედოკლე ფიქრობდა, რომ რადგანაც სინათლე მოძრაობს, მას უნდა დასჭირდეს გარკვეული დრო გადასაადგილებლად, ხოლო არისტოტელე არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ სინათლეს არ აქვს არანაირი სიჩქარე.