2001: კოსმოსური ოდისეა (რომანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''2001: კოსმოსური ოდისეა,''' ''(ინგლ. 2001: A Space Odyssey)'' ართურ კლარკის ს...
 
No edit summary
ხაზი 6:
 
ქართულად პირველად ითარგმნა 1974 წელს ნოდარ კუპრავას მიერ 1970 წლის რუსული, ნორი გალის ცნობილი თარგმანიდან. რუსულმა და შესაბამისად ქართულმა გამოცემებმა განიცადა ცენზურის სასტიკი თავდასხმა. მთელი რიგი ადგილები შეიკვეცა, ხოლო ბოლო სამი თავი საერთოდ ამოიღეს. 2015 წელს გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში" ხელმეორედ გამოსცა ახალი ქართული თარგმანი, რომლის თარგმნა ამჟამად პირდაპირ დედნიდან მოხდა, შეკვეცილი ადგილები გასწორდა, ხოლო ამოღებული სამი თავი დაბრუნდა. ნოდარ კუპრავას ძირითადი ტექსტი დედანს შეადარა და შეავსო ირაკლი სულაძემ.
 
== სიუჟეტი ==
 
თხრობა იწყება ისტორიამდელ, გეოლოგიურ წარსულში-აფრიკაში. აქ, სამი მილიონი წლის წინ, პლეისტოცენში გვალვით გადახრუკულ სავანაში შიმშილი არსებობის ზღვარზე ამყოფებს ჩვენს უძველეს წინაპრებს-პითეკანთროპებს-გარდამავალ ფორმას მაიმუნს და პირველყოფილ ადამიანს შორის. როგორც ჩანს, ევოლუციის უმოწყალო სრბოლა პითეკანთროპებს მათში მბჟუტავ გონებიც მცირე ნაპერწკლიანად სამუდამოდ გადააშენებს. მაგრამ ერთხელაც ეს ნახევრადმაიმუნები უეცრად უცნაურ, შავ ლოდს გადააწყდებიან, რომელიც არ იჭმევა და არც თავად წარმაოდგენს რაიმე საფრთხეს. პითეკანთროპებს უმალვე გადააწყდებოდათ მისი არსებობა, რომ არა ამ შავი ლოდის, იდეალური მართკუთხა გეომეტრიის მქონე მონოლითის უცნაური საქციელი. იგი ატყვევებს პითეკაპანთროპებს, გამოსხივების გზით სწავლობს მათ გონებას და როცა დარწმუნდება რა რომ მათ სათანადო ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნიათ, უნერგავთ ცოდნას უმარტივესი შრომითი იარაღების შესახებ, რაც პითეკანთროპებს საშალებას აძლევს შიმშილი დაიკმაყოფილონ, მოწინააღმდეგო ტომი განდევნონ და თავისუფალი დროის გამოჩენის პირობებში აზროვნება დაიწყონ. ამით გზა ეყრება პითეკანთროპების გაადამიანურებისკენ მიმავალ შეუქცევად სვლას, რის შემდეგ მონოლითი უხმაუროდ ტოვებს იქაურობას.
 
გადის მილიონობით წლები. მთავრდება ერთი გეოლოგიური ეპოქა და იწყება მეორე. დგას 1999 წელი. მთვარეზე, კრატერ ტიხოს ფსკერზე ადამიანები მძლავრ მაგნიტურ ანომალის აღმოაჩენენ, რომლის გათხრის შემდეგ ისინი მონოლითს აღმოაჩენენ. ყველასთვის ცხადი ხდება რომ იგი დედამიწისმიღმიერი სიცოცხლის ფორმის მიერ არის შექმნილი. როგორც კი მილიონობით წლის მანძილზე დამარხულ მონოლითს მზის სინათლე ეკარება, იგი უმალვე მძლავრ ელექტრომაგნიტურ იმპულსს გასტყორცნის მზის სისტემის წიაღში. ასტრონომები ადგენენ რომ ეს იმპულსი მიმართულია სატურნის თანამგზავრ იაფეთისკენ და ნასას პროექტს, რომელიცხომალდის აგებას ითვალისწინებდა იუპიტერის და მისი თანამგზავრების საკვლევად, მიამრთულება იუპიტერისკენ ეცვლება.
 
ხომალდ ,,დისქავერის" ბორტზე ხუთკაციანი ეკიპაჟის მთავარი წევრებია დეივიდ ბოუმენი და ფრენკ პული. მათი და ეკიპაჟის კიდევ სამი ადამიანი წევრის (კამინსკი, უაითჰედი და ჰანთერი) გარდა, რომლებიც ამჟამად ანაბიოზში იმყოფებიან, ხომალდის ნაწილია ხელოვნური ინტელექტი ჰალ-ი (ევრისტიკული ალგორითმი). სწორედ მან ეკიპაჟის სამ, ანაბიოზში მყოფ წევრების მსგავსად იცის ექსპედიციის ნამდვილი მიზანი-სავარაუდო შეხევედრა უცხოპლანეტურ ინტელექტთან, მაგრამ ეკრძალება ამის გამხელა ბოუმენისა და პულისთვის, სანამ დანიშნულების ადგილს არ მიაღწევენ.
 
როცა სატურნზე მიღწევამდე სულე რთი კვირაა დარჩენილი, ლოგიკური დილემით წარმოშობილი წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა სიმართლის თქმის მორალურ მოვალეობას და ნაბრძანებ სიცრუეს შორის ჰალ-ში პიკს აღწევს, მასში ლოგიკური გადახრები იწყება, რის შედეგად იგი კლავს ეკიპაჟის ყველა წევრს ბოუმენის გარდა, თუმცა, როგორც მეორე წიგნში ,,2010: ოდისეა ორი" ირკვევა, ჰალ-ი მის მოკვლასაც სცდილობს. ბოუმენი ახერხებს ხომალდზე კონტროლის აღდგენას და ჰალ-ის მეხსიერებით პეფრობარათებს თიშავს ბლოკიდან, რაც კომპიუტერისთვის ფაქტიურად სიკვდილს უდრის. მარტოდმარტო დარჩენილი ბოუმენი იაფეთისკენ მიეშურება