საჯარო სამართლის იურიდიული პირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
 
===სახელმწიფო===
პირველ ჯგუდსჯგუფს განეკუთვნება თავად [[სახელმწიფო]]. სახელმწიფო თვითონვეა იურიდიული პირი და ურთიერთობებში გამოდის მისი ორგნოების მეშვეობით. ეს ორგანოებია, მაგალითად, [[სამინისტრო]]ები, სახელმწიფო დეპარტამენტები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები<ref>{{Cite|ჭანტურია|1997|გვ=246}}</ref>. თავად სამინისტო, როგორც უკვე აღინიშნა, არის ორგანო და არა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამინისტროები იქმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით. აღნიშნული მოსაზრება აქვს განვითარებული [[საქართველოს უზენაესი სასამართლო|საქართველოს უზენაეს სასამართლოს]] თავის გადაწყვეტილებებში. სასამართლო განმარტავს: {{ციტირება|სამინისტროები იქმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოს, რომელიც განსაზღვრულ სფეროში უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას. სამინისტრო არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო, რომელიც სამართალურთიერთობებში მონაწილეობს მისი ორგანოების მეშვეობით<ref>{{cite web |url=http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ganmarteba13.pdf |title=საქმე №ბს-482-461(კ-08) და საქმე №ბს-1058-1016(2კს-09) |accessdate= |work= |publisher=[[საქართველოს უზენაესი სასამართლო]]ს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა |date=[[13 ივნისი]], [[2012]] }}</ref>.}}
 
ის, რომ სამინისტროები და სახელმწიფო დეპარტამენტები არ წარმოადგენენ იურიდიული პირებს და მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანოები არიან, იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი სხვა იურიდიული პირებით. სახელმწიფოს შეუძლია შექმნას მრავალი იურიდიული პირი, როგორც საჯარო, ისე კერძო, იმის მიხედვით, თუ რა ამოცანების განხორციელება ესაჭიროება მას<ref name="ჭანტურია248">{{Cite|ჭანტურია|1997|გვ=248}}</ref>.