საქართველოს სასამართლო ხელისუფლება: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი (2))
სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები<ref name="კონსტიტუცია_82.3" />. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით<ref>[[#კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] 84-ე მუხლის პირველი პუნქტი.</ref>. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას<ref>[[#კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] 84-ე მუხლის მე-4 პუნქტი.</ref>. არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე<ref>[[#კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] 84-ე მუხლის მე-3 პუნქტი.</ref>.
 
მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე, ხოლო საკონსტიტუცი სასამართლოს წევრის შემთხვევაში — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საკონსტიტუცი სასამართლოს წევრის შემთხვევაში — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ხოლო საკონსტიტუცი სასამართლოს წევრის შემთხვევაში — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს<ref>[[#კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] 87-ე მუხლის პირველი პუნქტი.</ref><ref>[[#კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] 88-ე მუხლის მე-5 პუნქტი.</ref>. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას<ref>[[#კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] 87-ე მუხლის მე-2 პუნქტი.</ref>.
 
==იხილეთ აგრეთვე==