სახელმწიფო შესყიდვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== სახელმწიფო შესყიდვები საქართველოში==
სახელმწიფო შესყიდვები საქართველოში წესრიგდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით<ref>[[#სშშ|სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი]]ს პირველი მუხლის პირველი პუნქტი</ref>. ამ კანონის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა არის კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა, რომელიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით, [[საჯარო სამართლის იურიდიული პირი]]ს (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და რელიგიური გაერთიანებებისა) სახსრებით, აგრეთვე იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო<ref>[[#სშშ|სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი]]ს მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი</ref>.
 
==იხილეთ აგრეთვე==