რიფტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 27 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q473935
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Horst graben.jpg|right|frame|300პქ|რიფტის სქემატური გამოსახულება]]
'''რიფტი''' ({{lang-en|rift}} ნაპრალი, რღვევა) — [[დედამიწის ქერქი]]ს ხაზობრივი ტექტონიკური მაკროსტრუქტურა, რომელიც ვრცელდება ასეული ათასობით კმ-ზე და წარმოიქმნება ქერქის ჰორიზონტალური გაჭიმვის შედეგად. გაჭიმვას მეტწილად თან სდევს ქერქის გათხელება (სრულ გარღვევამდე). რიფტის წარმოქმნის საკმაოდ ციცაბო რღვევების (დახრის კუთხე 60-70°) ერთობლიობა, რომელთა გასწვრივ ხდება ქერქის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილება. რიფტების ძირითადი სტრუქტურული ფორმაა [[გრაბენი]].
 
რიფტებმა რომლებმაც დაამთავრეს განვითარება, მაგრამ ვერ გადაიქცნენ ოკეანედ, თანდათანობით ივსებიან [[დანალექი ქანები]]თ, და [[გეოლოგია|გეოლოგიურად]] ვლინდებიან როგორც მსხვილი ხაზობრივი დეპრესიები, რომლებიც თავის მხრივ, ამოვსებული არიან დიდი სიმძლავრის ნალექებით. ამ ყოველივეს [[ავლაკოგენი]] ეწოდება. სწორედ ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული [[ნავთობი]]ს, [[ბუნებრივი აირი]]ს, [[ნახშირი (წიაღისეული)|ნახშირისა]] და სხვა საბადოების წარმოქმნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიფტი“-დან