გილგამეშის ეპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მესამე ფირფიტა: clean up, replaced: ღებულობს → იღებს using AWB
ხაზი 4:
 
== პირველი ფირფიტა ==
მოთხრობა იწყება ურუქის მბრძანებლის – [[გილგამეში|გილგამეშის]] აღწერით, რომელიც ⅔ ღმერთია და ⅓ ადამიანი. იგი ყველაზე ძლიერია ოდესმე არსებულ ხელმწიფეებს შორის. ავტორი ადიდებს გილგამეშს და ქალაქ ურუქის მტიკიცეაგურისმტიკიცე აგურის კედლებს. მიუხედავად დიდებისა, ხალხი გილგამეშის მმართველობით კმაყოფილი არაა, რადგან იგი თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კერძოდ, ახლადდაქორწინებულ ქალთან პირველ ღამეს სწორედ ის ატარებს და არა ქმარი. ამით უკმაყოფილო მის ღმერთი [[ანუ]] ქალღმერთ არურუს ავალებს ნახევრად ველური არსების – [[ენქიდუ|ენქიდუს]] შექმნას, რომელმაც [[გილგამეში]] უნდა "დააბალანსოს". [[ენქიდუ]] ⅓ ადამიანია და ⅔ ცხოველი. იგი უდაბნოში ცხოვრობს და ხელს უშლის მწყემსებსა და მონადირეებს ცხოველების მონადირებაში. ამით უკმაყოფილო ერთ–ერთი მწყემსი მიდის [[გილგამეში|გილგამეშთან]] და შესჩივლებს ენქიდუს შესახებ. ხელმწიფე ენქიდუს მოსათვინიერებლად გზავნის სასახლის მეძავს – შამჰათს, რომელიც ენქიდუსთან ფიზიკურ კავშირს ამყარებს და ამით ხდება ნახევრად ველური არსების გაადამიანება. ექვსი ღამისა და შვიდი დღის შემდეგ ენქიდუ უკვე აღარ არის მხეცი, რომელიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობს. ამის შემდეგ შამჰათი არწმუნებს ენქიდუს, რომ იგი უკვე მზადაა ადამიანების საზოგადოებაში შესვლისათვის და თხოვს მას წავიდეს ურუქში. ამის პარალელურად, [[გილგამეში|გილგამეშს]] აქვს უცნაური სიზმრები, რომელთა ახსნისას მისი დედა – რიმატ ნინსუნი – მას ძლიერი მეგობრის მოახლოებას ამცნობს.
 
== მეორე ფირფიტა ==