წიგნი რუთისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{ძველი აღთქმა}}
'''წიგნი რუთისა''', '''''რუთი''''' ([[ებრაული ენა|ებრ.]] מגילת רות) — [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]]ა და [[ბიბლია|ბიბლიის]] მერვე კანონიკური წიგნი, უცნობი ავტორის მიერ დაწერილი. სეპტუაგინტასა და ვულგატაში მოთავსებულია [[მსაჯულთა წიგნი]]ს შემდეგ. სათაურად აღებულია მოაბი ქალის, წიგნის მთავარი გმირის, სახელი. მოაბის ქვეყანაში საცხოვრებლად წასული [[ბეთლემი|ბეთლემელი]] მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედამთილ ნაყომთან ერთად რუთი იუდას ქვეყანაში დაბრუნდა და ცოლად გაჰყვა ქმრის ნათესავ ბოყაზს. ქორწინებიდან იშვა ვაჟი ყობედი, [[დავითი (ისრაელი)|დავითის]] წინაპარი. წიგნი მნიშვნელოვან და ღირებულ ქრისტიანულ დარიგებებს შეიცავს. მასში ხაზგასმულია ისრაელელი ოჯახის ყველაზე თვალსაჩინო ღირსებანი: მშობლების მიმართ თაყვანისცემა, ნათესავთა მიმართ გულმოწყალება, სიყვარული და გულთბილი დამოკიდებულებანი ოჯახურ ურთიერთობებში. ღმრთაებრივი განგება ცხოვრებისეულ მტკივნეულ მოვლენებს ადამიანთა სასარგებლოდ ამოქმედებს: უცხოტომელი რუთი დავითისა და თვით მესიის წინაპარი ხდება. ისრაელის [[ღმერთი]] იღებს უცხოელთა ძღვენს. ისრაელთა და უცხოელთა შორის ქორწინებები კანონიერია და ღმერთის მიერ არის კურთხეული. წარმართებს, რომლებიც სამაგალითო ცხოვრებას ეწევიან, ჭეშმარიტ ღმერთთან [[ზიარება|ზიარების]] მადლი ეძლევათ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წიგნი_რუთისა“-დან