წიგნი მსაჯულთა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ძველი აღთქმა}}
'''წიგნი მსაჯულთა''', '''''მსაჯულნი''''' ([[ებრაული ენა|ებრ.]] ספר שופטים) — [[ბიბლია|ბიბლიის]] მეშვიდე კანონიკური წიგნი. [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] მეორე ისტორიული წიგნი. მისი სახელწოდება მთავარ მოქმედ გმირთაგან მომდინარეობს, რომელთაც „მსაჯულები“ ეწოდებათ და რომელთა ამბებიცაა მოთხრობილი [[წიგნი იესო ნავეს ძისა|იესო ნავეს ძის წიგნში]] სიკვდილიდან მეფობის დამყარებამდე, ანუ დაახლოებით ორი საუკუნის მანძილზე. მსაჯულები არიან სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელები, რომელთაც [[ღმერთი]] გარკვეულ ვითარებაში მოავლინებს მეზობელ ხალხთა ჩაგვრისაგან ისრაელის ერთი ან რამდენიმე ტომის დახსნის მიზნით. ზოგჯერ მსაჯულებს „მხსნელებადაც“ მოიხსენიებენ. მსაჯულთა წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი:
* '''I''' — ''პირველი ნაწილი'': ისტორიული შესავალია (მსჯ. 1:1-2:5) და აღთქმულ მიწაზე სხვადასხვა ტომთა დასახლების ნელ, მოუწესრიგებელ და რთულ პროცესს აღწერს. ეს სირთულეები თავისი ღმერთისადმი ისრაელის არაერთგული დამოკიდებულებით აიხსნება (მსჯ. 2:6-3:6);