შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 82:
 
გამოვასწორებ ჩანაწერს ჩემს პირად, Dobo გვერდში > ”დოღონაძე - მასწავლებელი”, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს პიროვნება ნამდვილად იყო ჩემი მასწავლებელი და არა მხოლოდ ფიზიკის; [[მომხმარებელი:Dobo|Dobo]] 05:28, 2 მაისი 2007 (UTC)
 
== პასუხი ==
გამარჯობა ბატონო ლევან. მე თქვენი საიტიდან არაფერი არ ამიღია და არც ამ მოღვაწეებისთვის მიწოდებია "გენერლები". სანამ ჩემზე იერიშს მოიტანდით, კარგი იქნებოდა შეგემოწმებინათ სურათების ატვირთვის ისტორია და დაკავშირებოდით მათ ამტვირთავს ვინც ჩემს სასაუბრო გვერდზე განათავსა სურათები. თავად მე მშვენივრად ვიცი რომელი მათგანი იყო გენერალი. ისე ონლაინ-რეჟიმში წერისას ორთოგრაფიული შეცდომები ბუნებრივი მოვლენაა და მათზე ყურადღების გამახვილება (მითუმეტეს "კაკუცა კი არა ქაქუცა"-ს სტილში) ალბათ უფრო უპატივისმცემლობის გამოვლინებაა.
 
რაც შეეხება სასირეთის ბრძოლას, რა თქმა უნდა ძირითადად გეთანხმებით. უჩემოდაც მოგეხსენებათ, რომ მაშინ სკანდინავიურ-ვიკინგური სამხედრო კლანები წამყვან როლს ასრულებდნენ კიევის რუსის ცხოვრებაში და შავ ზღვაზეც აქტიურობდნენ. მე წაკითხული მაქვს ერთი პროდუქტიული უკრაინელი მედიევალისტის (სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს) სტატია რომელიც სასირეთს რუს-ბიზანტიელთა რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე ურთიერთობებს უკავშირებს. თუმცა იყოს ნება თქვენი. ისე ურიგო არ იქნებოდა თუ სტატიაში ვიკინგების საქართველოში გამოჩენის მიზეზის თქვენეულ ვერსიასაც ჩართავდით. სხვა რომ არაფერი, ვიკინგებს ჩვენთან სტუმრობის თავისი მიზეზი უნდა ჰქონოდათ. თუმცა ეს ყველაფერი ჰიპოთეთიკურია და ყველა ისტორიკოსი თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს. რაც შეეხება ბაგრატიონებს, მე თქვენგან განსხვავებით საპირისპირო მოსაზრებასაც პატივს ვცემ მითუმეტეს რომ ხსენებულ თეორიასაც თავისი არგუმენტები გააჩნია. მე პირადად ვმეგობრობ ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლებთან (ესპანეთში) და თქვენზე არანაკლებად ვეთაყვანები ამ ბრწყინვალე საგვარეულოს. ასე რომ, თუ მომავალში ჩემთან გასაუბრების სურვილი კვლავ გაგიჩნდებათ, გთხოვთ მეტი კოლეგიალობა გამოიჩინოთ და უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავი შეიკავოთ. საუკეთესო სურვილებით, --[[მომხმარებელი:Kober|Kober]] 05:00, 2 სექტემბერი 2007 (UTC)
 
:გმადლობთ გამოხმაურებისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩემი სასაუბრო გვერდი ჩემს სრულ განკარგულებაშია და მის ნებისმიერ ნაწილს წავშლი მაშინ როდესაც ამას მოვისურვებ. რაც შეეხება ქსე-ს, მე მას ძალიან იშვიათად ვიყენებ ალბათ დამერწმუნებით, რომ [[:en:Red Army invasion of Georgia]] და [[:en:August Uprising]] სტილის სტატიებს ამ გამოცემის მიხედვით ვერ დავწერდი. არ მიყვარს საკუთარ თავზე ბევრი საუბარი, მაგრამ ჩემს გარეშე ინგლისური ვიკიპედიის ქართული თემატიკა სომეხი, რუსი, აფხაზი და თვით თურქი ნაციონალისტების ხელში აღმოჩნდებოდა. თუ ამ ტონში აპირებთ ჩემთან დიალოგს, უმორჩილესად გთხოვთ ნუღარ შეწუხდებით: ამ სტილის გზავნილებზე ჩემგან გამოხმაურება აღარ იქნება, ტექსტი კი წაიშლება.
 
:P.S. აუცილებლად მოვიძიებ თქვენს მიერ ხსენებული სემინარის მასალებს. გმადლობთ ინფორმაციისათვის.
 
:პატივისცემით, --[[მომხმარებელი:Kober|Kober]] 04:40, 3 სექტემბერი 2007 (UTC)