ჯიხვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
| ncbi = 9922
}}
'''ჯიხვი''' — დიდი ზომის თხა წყვილჩლიქოსნების რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: ყუბანური ანუ დასავლეთკავკასიური ჯიხვი () - გავრცელებულია კავკასიონის მთავარი ქედის დასავლეთ ნაწილში, და დაღესტნური ანუ აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი () - ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში (მწვერვალ შხარის აღმოსავლეთით). მისი სხეულის სიგრძე 165 სმ, სიმაღლე მინდაოში - 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14 სმ, მასა 80 (ზოგი 100 კგ) აღწევს. ჯიხვები ბინადრობენ ალპურ და სუბალპურ მდელეობზე. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. მრავლდებიან წელწიადში ერთხელ. მაკეობა გრძელდება 150-160 დღე-ღამემდე. შობენ 1 თიკანს. სქესობრივად მწიფდებიან 2 წლისა. ჯიხვი შინაურ თხას ეჯვარება, რის შედეგადაც მიიღება ჰიბრიდი ჯიხვთხა, რომელიც, განსაკუთრებით კი ვაცი, ზომა-წონით ორივე მშობელს სჭარბობს. ჯიხვი ტვეობას ადვილად ეგუება და მალე თვინიერდება.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიხვი“-დან