სერაპიონ ზარზმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 5.152.25.241 ცვლილებების გაუქმება (№2910331)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Serapion zarzmeli.jpg|right|thumb|150 px|წმ. სერაპიონ ზარზმელი ]]
'''სერაპიონ ზარზმელი''' (IX ს.) - სამცხეში [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის მონასტრის]] დამაარსებელი და პირველი [[წინამძღვარი]], [[საქართველოს_ეკლესიასაქართველოს ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[წმინდანი]], ხსენების დღე დღე –ძვძვ. სტილით [[29 ოქტომბერი]] (ახ. სტილით [[11 ნოემბერი]]). სერაპიონი წარმოშობით იყო [[კლარჯეთი]]დან, ღირსეული ოჯახიდან. სერაპიონს ორი ძმა ჰყავდა. სერაპიონის დედა ადრე გარდაიცვალა და შვილები მამამ აღზარდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა და ძმები დარჩენ. სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად [[ოპიზის_მონასტერი|ოპიზის მონასტერში]], [[მიქაელ_პარეხელი|მიქაელ პარეხელთან]] მივიდა და [[ბერი|ბერად]] შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით [[მღვდელი|მღვდლად]] იკურთხა. მიქაელ პარეხელის ბრძანებით, სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის საშენებლად და თან წაიღეს [[ფერისცვალება|ფერისცვალების]] [[ხატი]], რომელიც ახლად აშენებულ [[ეკლესია]]ში უნდა დაესვენებინათ. იმხანად სამცხის [[დიდი მთავარი]], [[გიორგი ჩორჩანელი]], თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა; მონასტრისათვის უწყალობა მიწა და საშენი მასალა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს მისცა ჯორ-სახედრები და შესწირა სოფლები. სერაპიონმა დაადგინა მონასტრის [[ტიპოკონი]].
 
სერაპიონმა და იოანემ ყველის ხევში, ადგილობრივ მკვიდრთა თხოვნით და დახმარებით ააგეს მონასტერი [[იოვანე-წმინდა]]. სერაპიონი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში. დაკრძალულია საკურთხევლის აღმოსავლეთით. ზარზმის მესამე წინამძღვრის, პავლეს დროს დასრულდა ახალი ტაძრის მშენებლობა. ამ პერიოდში ზარზმაში მოვიდა [[ბასილი ზარზმელი|ბასილი]], სერაპიონის უფროსი ძმის შვილი.