იბნ სინა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/გასწორდა თარგი
No edit summary
ხაზი 2:
'''აბუ ალი იბნ სინა''' (ლათინიზებული ავიცენა) (დ. [[980]], სოფ. აფშანა, [[ბუხარა|ბუხარის]] მახლობლად — გ. [[18 ივნისი]], [[1037]], [[ჰამადანი]]) — ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი. მოღვაწეობდა ბუხარაში, [[ხვარაზმი|ხვარაზმსა]] და [[სპარსეთი|სპარსეთში]]. [[ისლამი]]ს რელიგიის ჩარჩოებში შეძლო ანტიკური ფილოსოფიისა და მეცნიერების კრიტიკულად ათვისება და თავისი დროის მთელი ცოდნის სისტემატიზაცია. მისი მთავარი შრომაა ფილოსოფიური [[ენციკლოპედია]], რომელიც მოიცავს ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას.
 
იბნ სინას პოეტურმა მემკვიდრეობამ ჩვენამდე ნაწილობრივ მოაღწია. (წერდა არაბულად და სპარსულად). თავის ლექსებში გამოხატავდა საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს. ამ მხრივ ასანიშნავია „სულის კასიდა“. ქადაგებდა მეცნიერებისა და განათლების სიკეთეს. ალეგორიული ხასიათისაა იბნ სინას ფილოსოფიურ-მხატვრულო ნაწარმოებები „[[სალამან და აბსალი]]“, „წერილი ფრინველზე“ და „ცოცხალი, ძე ფხიზლისა“, რომელიც სიუჟეტურად [[დანტე]]ს „[[ღვთაებრივი კომედია|ღვთაებრივ კომედიას]]“ უახლოვდება. იბნ სინა საინტერესოა აგრეთვე როგორც მთაგმნელი და ლიტერატურის თეორეტიკოსი. მას ეკუთვნის [[არისტოტელე]]ს „პოეტიკისა“ და არაბი პოეტის იბნ ალ-რუმის დივანი კომენტარები. იბნ სინა (ხალხური სახელწოდება_ბუ ალი) იქცა თითქმის მთელი [[ახლო აღმოსავლეთი]]ს ხალხთა ზღაპრების გმირად. იბნ სინას უმნიშვნელოვანესი სამედიცინო თხზულება „სამკურნალო მეცნიერების კანონი“ ლათინურ ენაზე XII ს-ში ითარგმნა და პირველად [[1473]] წელს გამოქვეყნდა [[მილანი|მილანში]], არაბულ ენაზე შედგენილი ორიგინალი კი [[1593]] წელს დაიბეჭდა [[რომი|რომში]]. არსებობს ამ ნაწარმოების 30 გამოცემა.მასში ავტორი ეხება მცენარეთა, განსაკუთრებით სამკურნალო მცენარეთა მოშენებასა და [[ფიზიოლოგია]]ს, მედიცინის ზოგად თეორიას, ანატომიას, [[ფიზიოლოგია]]ს, [[ქირურგია]]ს, [[დიაგნოსტიკა]]ს, მწვავე და ქრონიკული დაავადებების განვითარებას, მკურნალობას, პროფილაქტიკას და სხვა; დაავადებების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა გარემო პირობებს. მან წამოაყენა [[ჰიპოთეზა]], რომ გადამდებ სნეულებებს რაღაც უჩინარი ორგანიზმები იწვევენ და დაავადებანი ჰაერისა და წყლის საშუალებით ვრცელდება. უარყოფდა მოსაზრებას, თითქოს ფსიქიკურ დაავადებებს ავი სულები იწვევდნენ. იბნ სინამ ზუსტად აღწერა მრავალი დაავადება. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა [[ჰიგიენა]]ს და კვების რეჟიმს. შექმნა ახალი [[ფარმაცია]]. მის [[ფარმაკოპეა]]ში შეტანილია ხალხური, განსაკუთრებით [[ჩინური მედიცინა|ჩინური მედიცინის]] მრავალი საშუალება.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იბნ_სინა“-დან