რეზო ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

==ბიოგრაფია==
 
დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ [[1937]] წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის [[დავით ჩხეიძე (მწერალი)|დავით ჩხეიძის]] (ლიტერატურული ფსევდონიმი — დია ჩიანელი) ოჯახში.
 
[[1943]]-[[1946]] წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, [[1953|1953 წელს]] დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ [[აბულაძე, თენგიზ|თენგიზ აბულაძესთან]] ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ ([[1953]]), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ ([[1954]]) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ ([[1955]]; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).