თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
 
[[1989]] წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.<ref>[http://staff.ge/education_.php?id=25 ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი // Staff.ge]</ref>
 
[[2004]] წლიდან თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი [[რუსუდან ლორთქიფანიძე]] იყო. [[2006]] წლის აპრილიდან [[2010]] წლის [[სექტემბერი|სექტემბრამდე]] იგი ამ თანამდებობაზე [[გიორგი ხუბუა]]მ შეცვალა. თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ [[2010]] წლის [[27 დეკემბერი|27 დეკემბერს]] რექტორის თანამდებობაზე აირჩია [[ალექსანდრე კვიტაშვილი]]. ამჟამად რექტორია აკადემიკოსი [[ვლადიმერ პაპავა]].
 
== ქართული უმაღლესი განათლების ისტორია ==
Line 57 ⟶ 55:
[[ფაილი:TSU Founding Professors.jpg|thumbnail|300px|უნივერსიტეტის პირველი პედაგოგები]]
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც [[ქართველები|ქართველმა ხალხმა]] გადადგა [[მეოცე საუკუნე|მეოცე საუკუნის]] დასაწყისში, [[საქართველო|საქართველოს]] მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, [[ფსიქოლოგია]]აში, [[ფილოსოფია]]ში, [[ენათმეცნიერება]]ში, [[ისტორია]]ში, [[აღმოსავლეთმცოდნეობა]]ში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] შექმნას.
 
==ლექტორთა სია==
 
* [[პეტრე მელიქიშვილი]] - 1918/I - 1919/XII
* [[ივანე ჯავახიშვილი]] - 1919/XII -1926/VI
* [[თედო ღლონტი]] - 1926/IX - 1928/IX
* [[მალაქია ტოროშელიძე]] - 1928/IX - 1930/IX
* [[ივანე ვაშაყმაძე]] - 1930/I - 1931/IX
* [[ალექსანდრე ერქომაიშვილი]] - 1931/X - 1932/XII
* [[ლევან აღნიაშვილი]] - 1933/IV - 1935/VI
* [[კარლო ორაგველიძე]] - 1935/VI - 1937/VI
* [[გიორგი კიკნაძე]] - 1937/VII - 1938/IX
* [[დავით ყიფშიძე]] - 1938/X - 1942/II
* [[ალექსანდრე ჯანელიძე]] - 1942/II - 1945/VII
* [[ნიკოლოზ კეცხოველი]] - 1945/VII - 1953/VI
* [[ილია ვეკუა]] - 1953/VII - 1953/IX, 1966/IV - 1972/IV
* [[ერმილე ბურჭულაძე]] - 1953/IX - 1954/IX
* [[ვიქტორ კუპრაძე]] - 1954/IX - 1958/III
* [[გიორგი ძოწენიძე]] - 1958/IV - 1959/III
* [[ევგენი ხარაძე]] - 1959/III - 1966/III
* [[დავით ჩხიკვიშვილი]] - 1972/V - 1980/II
* [[ვაჟა ოკუჯავა]] - 1980/III - 1985/IX
* [[ნოდარ ამაღლობელი]] - 1985/IX - 1991/VIII
* [[თამაზ გამყრელიძე]] - 1991/VIII - 1991/IX
* [[ოთარ ჯაფარიძე]] - 1991/IX - 1991/X
* [[როინ მეტრეველი]] - 1991/X - 2004/X
* [[რუსუდან ლორთქიფანიძე]] - 2004/XII-2006/IV
* [[გიორგი ხუბუა]] - 2006/IV - 2010/VIII
* [[ალექსანდრე კვიტაშვილი]] - 2010/VIII - 2013/VII
* [[ვლადიმერ პაპავა]] - 2013/VII - present <ref>{{cite web|url=http://www.tsu.ge/ge/about/rectors |title=ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |publisher=Tsu.ge |date= |accessdate=2014-01-05}}</ref>
 
[[საბჭოთა კავშირი]]ს დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას დაეკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის ამაღლება. ამიტომ, დღესაც ქართველი ხალხი თბილისის უნივერსიტეტს სიყვარულით და პატივისცემით მეცნიერების წმინდა ტაძარს უწოდებს.