დავით რონდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. [[1928]] წლიდან მუშაობდა კინოში, ჯერ სახკინმრეწვის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, რეჟისორ ასისტენტად, 1930 წლიდან კი რეჟისორად. გადაიღო ფილმები: „[[უგუბზიარა]]“ (1930), „[[არშაულა]]“ (1935), „[[კოლხეთის ჩირაღდნები]]“ (1941), „[[მწვერვალთა დამპყრობნი]]“ (1951), „[[ჩრდილი გზაზე]]“ (1956), „[[მამლუქი (ფილმი)|მამლუქი]]“ (19581959), „[[ენგურის ნაპირებზე]]“ (1961), „[[პიერი მილიციის თანამშრომელი]]“ (1965), „[[ჩემი მეგობარი ნოდარი]]“ (1967), „[[ზოია რუხაძე (ფილმი)|ზოია რუხაძე]]“ (1971), „[[საჰაერო ხიდი]]“ (1974). 1937 წელს რონდელმა გადაიღო ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრი „დაკარგული სამოთხე“, რომელმაც რეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფილმ-სპექტაკლისათვის „[[ჯურღაის ფარი]]“ (1944, [[სიკო დოლიძე]]სთან ერთად) რონდელს 1950 წელს [[სსრკ სახელმწიფო პრემია]] მიენიჭა.
 
დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და 2 [[საპატიო ნიშანი|„საპატიო ნიშნის“]] ორდენით.