პლატონ იოსელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
1840 წელს თბილისში პირველად ცალკე წიგნად გამოსცა „ქართული გრამატიკა“, რომელიც თავისი მრავალი ნაკლულევანობის მიუხედავად დიდ მოვლენად ჩაითვალა. სწორედ ამ პერიოდში მეცნიერთა შორის დაიწყო ფიქრი ქართულ ანბანში ზოგიერთი ასოების შემდგომი გამოყენება არ გამოყენება. ქართული გრამატიკის გარდა იმავე 1841 წელს გამოსცა ქართული კალენდარიც. 1841 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია. აღნიშნული გამოცემისათვის მასალებს იგი 1834 წლიდან აგროვებდა.
 
1842-1843 წლებში სამინისტროს ჟურნალში დაბეჭდილი გიორგი მოურავისა და ანტონ კათალიკოსის ცხოვრების, ასევე ქვატა ხევის მონასტრის აღწერის გამო მიიღო მთავრობისაგან მადლობები და [[წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენისორდენი]]ს ნიშანი.
 
ქართულ საზოგადოებაში არსებულმა სულიერმა მდგომარეობამ გამოიწვია ძველი ქართული მწერლობის პლატონ იოსელიანისთვის დაკვეთა, რაზედაც შეგროვდა 1000 მანეთი. ამ ფულით მან დაბეჭდა:
# იონა რუისის მიტროპოლიტის მოგზაურობა
# [[ტიმოთე გაბაშვილი]]ს „მიმოსვლა“ (1852)
# [[არჩილ II]]-ის „თეიმურაზიანი“ (1853)
# არჩილიანი
# [[ანტონ I]]-ის „წყობილსიტყვაობა“ (1853)
# [[იოსებ თბილელი]]ს „დიდმოურავიანი“ (1851)
ხაზი 45:
1857 წელს მიიღო საქართველოში მთავარმართებლის „ოსობი პორუჩენიის ჩინოვნიკობა“. მალე გაზეთ „კავკაზსი ვესტნიკის“ გამოცემას თავი დაანება და გაზეთ „კავკაზში“ დაიწყო წერა, სადაც გამოაქვეყნა „მოგზაურობა თბილისიდან მცხეთამდე“, „ალევის ტაძრის აღწერა“, „პოკრონოს ტაძრის აღწერა“. 1859 წელს „კავკაზის კალენდარში“ დაბეჭდა მამადავითის აღწერა, კაბენის მონასტრის აღწერა. ქართულ სასულიერო მახარებელში იერუსალიმს დოსითეოს პატრიარქის მოგზაურობა საქართველოში. აქვე დაბეჭდა რამდენიმე ქრთული წარწერისა რომლებიც მოიპოვა იერუსალიმში და სხვა ქალაქებში ქართულ ტაძრებზე. ამავე დროს დაიბეჭდა დაღესტანის აღწერაც, რომელშიც დარესტანში მეფისდროინდელ მქადაგებლებს განიხილავს. ამას მოჰყვა „ჩოლოყაანთ გვარის აღწერა“, სადაც ბევრი ისტორიული ცნობებია თავმოყრილი ზოგადად კახეთზე და მის მმართველებზე. 1860 წელს დაწერა დუშეთის აღწერა. 1866 წელს დაწერა „თბილისის აღწერა“. „გიორგი მეფის ცხოვრება“ პლატონ იოსელიანის ნაწერებში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რომელიც აგებულია ძველ წყაროებზე დაყრნობით.
 
1860-1875 წლებში გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. მსოფლმხედველობით იოსელიანი იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტორიის პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. კაცობრიობის ისტორიას იოსელიანი 3 დიდ პერიოდად ყოფდა: გვაროვნული ანუ პირველყოფილ-თემურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ წყობილებებად. [[არჩილ II]]-ის „თეიმურაზიანი“ (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა [[გიორგი ერისთავი (დრამატურგი)|გიორგი ერისთავი]]ს „გაყრა“. იოსელიანი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში „პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა“ (1840). [[მამებისა და შვილების ბრძოლა|„მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის]] დროს იოსელიანი „მამათა“ ბანაკს ემხრობოდა. ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ „გამოცანებში“ (1871) [[ილია ჭავჭავაძე]]მ სხვა მოღვაწეთა შორის იოსელიანიც გაკენწლა. სიცოცხლის ბოლომდე სასტიკი წინააღმდეგი იყო ქართულიდან ხმარებაში არარსებული ასოების ამოღების და ტანამედროვე ქართულით წერა-კითხვისა.
 
ისტორიის საკითხების გაშუქებისას იოსელიანი მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები „გამოცანანი ქართულნი“ (1835) და „ანდაზები და გამოცანები“ (1939).